უხორცო პილმენები: ზუსტად ისეთი, როგორსაც ბებიაჩემი ამზადებდა

3057

ყველა ჩვენგანს აქვს ისეთი კერძი, რომელიც ბავშვობას და სოფელს აგონებს. ჩვენი ოჯახის ასეთი კერძი გახლავთ პილმენები კარტოფილით. ბებიაჩემის ეს რეცეპტი განსაკუთრებულია, რადგან ცომში უმი კარტოფილის შიგთავსია,რაც კერძს უფრო ნოყიერს და გემრიელს ხდის, ვიდრე პიურე.

კარტოფილის პილმენები შესანიშნავი ალტერნატივაა მარხვის დროს. ციმ პილმენებს თუ ზეთში შეწვავთ, ლუდის მშვენიერი მისაყოლებელი გამოვა. გირჩევთ არ დაინანოთ ხახვი და შავი პილპილი!

ინგრედიენტები

  • 6 ც კარტოფილი
  • 500 გრ ფქვილი
  • 3 ც ხახვი
  • 3 კბ ნიორი
  • 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 250 მლ წყალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
  • პილპილის კაკლები გემოვნებით

მომზადება

1. გახსენით 1 ჩ.კ. მარილი 250 მლ თბილ წყალში. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და 2 ს.კ. ზეთი. მოზილეთ ცომი, შეახვიეთ და დატოვეთ 30 წუთით.

2. დაჭერით წვრილად ხახვი და მოთუშეთ ზეთში. გახეხეთ გათლილი კარტოფილი, მოაცილეთ სითხე, შეურიეთ ნახევარ მოთუშულ ხახვთან, დაუმატეთ მარილი, პილპილი. გაატარეთ ნიორი და შეურიეთ მასას.

3. გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით პატარა წრეები. მოათავსეთ სათითაოდ შიგთავსი და შექმენით პილმენები.

4. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი, პილპილის კაკლები. ჩაყარეთ პილმენები და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში.

5. მიირთვით დარჩენილ შემწვარ ხახვთან, სამარხვო მაიონეზთან  ან სოიოს სოუსთან.

პილმენები კარგია როგორც ცხელი ასევე ცივი სახით და მაგალითია იმისა, რომ ბიუჯეტური კერძი შეიძლება ძალიან გემრიელი იყოს. მოამზადეთ სიამოვნებით, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!