უგემრიელესი ტორტი “ტატიანა” ბისკვიტის ფენებისგან

1569

“ტატიანა” მარტივი, ბისკვიტებისგან მომზადებული საშინაო ტორტია, რომლის გამოცხობაც ნებისმიერ დიასახლისს შეუძლია. ტორტი ძალიან გემრელი, ნოყიერი გამოდის და ძალიან სასიამოვნო ნიგვზის არომატი აქვს.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 200 გრ არაჟანი
  • 5 ს.კ. ფქვილი
  • 1 ჭიქა დაფქული ბერძნული ნიგოზი
  • 200 გრ შედედებული რძე
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 400 გრ შედედებული რძე
  • 400 გრ კარაქი

მომზადების წესი

1. თასში ერთმანეთს სოდა და არაჟანი შეურიეთ. შემდეგ კი შეინახეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით.

2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, შემდეგ კი შეურიეთ არაჟნისა და სოდის ნაზავს. დაუმატეთ 100 გრ შედედებული რძე და 100 გრ დარბილებული კარაქი. ათქივფეთ ხელის სათქვეფით, ან დააბლენდერეთ. რაც უფრო ერთგვაროვანი იქნება მასა, მით უკეთესი გამოვა ბისკვიტი.

3. მასას თანდათან დაუმატეთ ფქვილი და ყოველ ჯერზე კარგად მოურიეთ. ბოლოს კი ბერძნული ნიგოზი დაუმატეთ.

4. გაყავით ცომი სამ ნაწილად. საცხობ ფორმაზე წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და თითოეული ფენა გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.

5. კრემის მოსამზადებლად ერთმანეთს ერთი ქილა შედედებული რძე და 200 გრ დარბილებული კარაქი შეურიეთ. კარგად ათქვიფეთ მიქსერით, რათა კრემი მოცულობითი და ჰაეროვანი გახდეს.

6. ტორტის გაცივებულ ფენებს ზემოდან კრემი წაუსვით და ერთმანეთზე დაალაგეთ. ტორტი შეგიძლიათ თქვენივე გემოვნებით გააფორმოთ, შემდეგ კი აუცილებლად მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით, რომ კრემი ფენებში კარგად გაიჟღენთოს.

გემრიელად მიირთვით!