უგემრიელესი სალათი, რომელსაც საახალწლოდ აუცილებლად მოვამზადებ

7518

ძვირფასო დედებო, საოცარ რეცეპტს გიზიარებთ!

საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, ძალიან გემრიელია.

მოდით ერთად მოვამზადოთ!

ინგრედიენტები

  • 200გ ქათმის ფილე
  • 300გ სოკო
  • 1 ხახვი
  • 2 კვერცხი
  • 50გ ნიგოზი
  • 2 მწნილი კიტრი
  • 250გ მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მწვანილი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ სოკო და დაჭერით. გაასუფთავეთ ხახვი, დააქუცმაცეთ, შემდეგ შეწვით ტაფაზე სოკოსთან ერთად, დაუმატეთ ცოტა ზეთი და მარილი.

როცა ბოსტნეული კარგად შეიწვება, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და მოათავსეთ თეფშზე. თეფშზე შეგიძლიათ დააფინოთ ხელსახოცი, რათა ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს.

2.მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე. დაჭერით გაგრილებული პროდუქტები.

3.დაჭერით კიტრი და დააქუცმაცეთ ნიგოზი.

4.ბოლოს სალათს მოასხით მაიონეზი და კარგად მოურიეთ. მოაყარეთ სანელებლები და მარილი გემოვნებით.

სალათი შეაზავეთ 30 წუთით ადრე, დააფარეთ პაკეტი და მაცივარში შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!