ტორტი-ნაყინი, რომლის მომზადება 10 წუთს წაგართმევთ

2202

ტორტი-ნაყინი დესერტების განსაკუთრებული სახეობაა. როგორც წესი, გაცილებით იოლად და სწრაფად მზადდება, ვიდრე ჩვეულებრივი ტორტები. ძალიან ეფექტურად გამოიყურება და სტუმრებთან თავსაც მოიწონებთ. მოამზადეთ დილით, შედგით საყინულეში 6 საათით, საღამოს კი მშვენიერი დესერტი მზადაა!

სადღესასწაულოდ კი უმჯობესია საღამოს მოამზადოთ. რძე და ნაღები ცხიმიანი შეარჩიეთ, რბილი ხაჭო 5% ან 9%იანი სიცხიმით. ნამცხვარი ბისკვიტის გამოიყენეთ, მაგრამ ფხვიერიც გამოდგება.

ინგრედიენტები

  • 500 მლ ნაღები
  • 120 მლ რძე
  • 500 გრ ხაჭო
  • 90 გრ ვანილის პუდინგი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 500 გრ ბისკვიტის ნამცხვარი

მომზადება

  1. ნაღები, რძე და ხაჭო კარგად ათქვიფეთ შაქართან. დაუმატეთ ხსნადი პუდინგი.
  2. დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი, კიდევ ერთხელ ათქვიფეთ 30 წამის განმავლობაში.
  3. ჩაასხით მასა ფორმაში და ზედაპირი გაათანაბრეთ. ბისკვიტის ნამცხვარი ჩაარჭეთ ნაღების ქაფში ვერტიკალურ და პარალელურ მწკრივებად.
  4. შემოახვიეთ ფორმას საკვების ცელოფანი და შედგით საყინულეში 6-8 საათით.
  5. დაჭერით ცივი ტორტი და მიირთვით.

მოამზადეთ მარტივად და იოლად და ნუ დაგავიწყდებათ გაუზიაროთ საინტერესო იდეები მეგობრებს!