სინორი – მარტივი და პოპულარული აჭარული კერძი სულ რაღაც 15 წუთში

5142

სინორი პოპულარული აჭარული კერძია, რომელიც ზემო აჭარაში ძველად ქორწილის აუცილებელი ატრიბუტი იყო. მას ამზადებენ როგორც საქართველოში, ისე თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ აჭარულ სოფლებში. თავად სიტყვა “სინორი” აჭარულ დიალექტსა და ლაზურ ენაში საზღვარს ნიშნავს. მოამზდეთ ის და თავად დარწმუნდით მის განსაკუთრებულობაში.

ინგრედიენტები:

  • სინორის მზა ფირფიტები ან 2 ფირფიტა სომხური ლავაში
  • ნადუღი – 500 გ
  • ნიორი – 30 გ
  • ერბო (კარაქი) – 50 გ
  • წყალი – 50 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზდების წესი:

  1. დაჭერით სომხური ლავაში 5 სმ სიგრძის ლენტებად, რულეტებად გადაახვიეთ და მიჯრით დააწყვეთ ლანგარზე. შეიძლება სინორის უკვე გამზადებული ფირფიტების გამოყენებაც.
  2. გაცხელებულ ქვაბში ჩადეთ ერბო და დაჭყლეტილი ან დაკეპილი ნიორი ჩაყარეთ. კარგად მოშუშეთ, დაამატეთ ნადუღი და ცოტა წყალი. კარგად ადუღეთ, სანამ ერთიან, შეკრულ მასას არ მიიღებთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ.
  3. მიღებული მასა მოასხით ლანგარზე დაწყობილ რულეტებს ისე, რომ ძირამდე ჩაიჟონოს და კარგად დაიფაროს. შედგით  ღუმელში და 180 გრადუსზე 3-4 წუთს აცხვეთ. რულეტებს ნაპირები ოდნავ რომ დაებრაწება, კერძი მზად არის.

ულუფა – 5

მომზადების დრო – 0:15 წუთი

სირთულე – მარტივი