სალათი “კულიჩი” ღორის გულით: მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი

1404

სააღდგომოდ ყოველი თავმოყვარე დიასახლისი ზრუნავს სადღესასწაულო სუფრაზე. საგულდაგულოდ აცხობს პასქებს, ამზადებს სხვადასხვა კერძს.

სადღესასწაულო სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება სალათ “კულიჩი”. მის მოსამზადებლად ხელმისაწვდომი და მარტივი ინგრედიენტები დაგჭირდებათ. კერძის გაფორმება კი სტუმრებს ნამდვილად აღაფრთოვანებს.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ღრის გული
  • 250 გრ ქამა სოკო
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 3 კვერცხი
  • 2 ც მჟავე კიტრი
  • 150 გრ მაიონეზი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 50 მლ ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში.

2. გახეხეთ სტაფილო და დაუმატეთ ხახვს, მოთუშეთ დარბილებამდე. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

3. დაჭერით სოკო და ასევე შეწვით ზეთში.

4. გახეხეთ მოხარშული კვერცხი, დაჭერით წვრილად მჟავე კიტრი.

5. მოხარშეთ ღორის გული და დაჭერით თხელ ზოლებად. სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი ხორცით.

6. სალათის ფორმირებისთვის აიღეთ ღრმა ფორმა, ჩააფინეთ საკვების ცელოფანი. განათავსეთ ინგრედიენტები შემდეგი რიგითობით: თავიდან ნახევარი გული, შემდე მჟავე კიტრი, ხახვი და სტაფილო, დარჩენილი გული, სოკო და ბოლოს კვერცხი. ყოველ ფენას კიტრის გარდა წაუსვით მაიონეზი. მზა სალათი შედგით მაცივარში 1 საათით.

7. ბოლოს გვერდებზე წაუსვით მაიონეზი, შემდეგ კი დაჭრილი ნიგოზი. ზედაპირზეც წაუსვით მაიონეზი და მორთეთ სტაფილოს, კიტრის ნაჭრებით და კვერცხით.

თუ ფენების აწყობის დრო არ აქვთ, შეგიძლიათ უბრალოდ შეურიოთ ინგრედიენტები. კერძი ნაკლებად კალორიული რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ შინ მომზადებული მაიონეზი ან არაჟანი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!