რულეტი, რომელიც ძალიან უხდება ჩაის – მზადდება 15 წუთში

1643

რულეტი გამოდის ძალიან რბილი და გემრიელი. რეცეპტი ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები

  • ფქვილი 55გ
  • შაქარი 55გ
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ჯემი 5 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფქვნილი

მომზადება

  1. თავდაპირველად ერთმანეთს უნდა შეურიოთ ინგრედიენტების პირველი ნაწილი, დაუმატეთ 2 კვერცხი და კარგად მოურიეთ.
  2. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა, ამოფინეთ პერგამეტით და წაუსვით კარაქი ან ზეთი. დაასხით ცომი, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
  3. ამ ცომის გამოსაცხობა საჭიროა 6 წუთი.
  4. ცხობის პარალერულად გაზქურაზე მოატავსეთ ჯამი, მასში ჩაასხით ჯემი და გააცხელეთ.
  5. გადმოიტანეთ ცეცხლიდან ჯემი და ღუმელიდან ბისკვიტი.
  6. მოხსენით ქაღლდი, წაუსვით ჯემი და დაახვიეთ რულეტისებურად.

გემრიელად მიირთვით!