როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ღვეზელი შავი მოცხარით

1157

ეს უგემრიელესი დესერტი გამოცდილ გურმანსაც კი გააოცებს და დაიპყრობს! ხაჭოსა და მოცხარის უგემრიელესი ღვეზელი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ასეთი ღვეზელის მომზადება ნებისმიერი კენკრითა და ხილით შეგიძლიათ, და, რა თქმა უნდა, საყვარელი მურაბითაც კი.

ღვეზელი შავი მოცხარით

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ხაჭოს ღვეზელი შავი მოცხარით. დესერტი იმდენად გემრიელია, რომ ყველა კალორია პირდაპირ გულისკენ მიდის!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200 გრ ფქვილი
  • 130 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500 გრ ხაჭო
  • 150 გრ არაჟანი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 ც კვერცხი
  • 300 გრ შავი მოცხარი
  • 2-3 ჩ.კ. შაქრის პუდრი

მომზადების წესი

1. ცომის მოსამზადებლად ღრმა თასში გაცერით ფქვილი. დაუმატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გაცივებული კარაქი (შეგიძლიათ მის ნაცვლად მარგარინი გამოიყენოთ).

2. ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარაქი მოზილეთ. დაუმატეთ კვერცხი და შაქარი და მოზილეთ ცომი. მისგან გააკეთეთ დიდი ბურთი, მოათავსეთ საკვებ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.

3. შიგთავსის მოსამზადებლად დააბლენდერეთ ხაჭო. თასში შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, არაჟანი, 2 ც კვერცხი და დაბლენდერებული ხაჭო. კარგად ათქვიფეთ ინგრედიენტები სათქვეფით.

4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და გაცივებული ცომი გაიყვანეთ მასზე, არ დაგავიწყდეთ, გვერდები უფრო მაღალი უნდა იყოს.

5. ცომზე მოათავსეთ ხაჭოს ნაზავი და მთელს ზედაპირზე გადაანაწილეთ. ზემოდან კი დაალაგეთ კარგად გარეცხილი შავი მოცხარი.

6. მოათავსეთ ღვეზელი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ ღვეზელს გასაფორმებლად შეგიძლიათ შაქრის პუდრი მოაყაროთ.

სულ ესაა! ღვეზელი შავი მოცხარითა და ხაჭოთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!