როგორ მოვამზადოთ შოკოლადის ტორტი ქოქოსის ფენითა და მოხარშული კრემით

1849

არ არის აუცილებელი, რომ შოკოლადის ტორტი საშინაო პირობებში ძვირადღირებული შოკოლადის ფილით მოამზადოთ. საკმარისია ცომს რამდენიმე კოვზი კაკაო დაუმატოთ და მოამზადოთ ძალიან გემრიელი კრემი. ჩვენი რედაქცია დაგარწმუნებთ, რომ საშინაო პირობებში ტორტის მომზადება სულაც არ არის რთული.

შოკოლადის ტორტი საშინაო პირობებში

ტორტის მომზადება ნამდვილი საკონდიტრო ხელოვნებაა, რომელიც ყველა დიასახლისს არ ეხერხება. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ საოცარი შოკოლადის ტორტი ქოქოსის ფენითა და მოხარშული კრემით.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 8 ც კვერცხი
  • 400 გრ შაქარი
  • 500 გრ ფქვილი
  • 2 ს.კ. ძმარი
  • 8 ს.კ. წყალი
  • 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 6 ს.კ. კაკაო

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 5 კვერცხის გული
  • 5 გრ ვანილი
  • 3 ს.კ. სახამებელი
  • 1 შეკვრა პუდინგი
  • 200 გრ კარაქი
  • 400 მლ რძე
  • 200 გრ შაქარი
  • 4 ს.კ. კაპუჩინო

ინგრედიენტები ქოქოსის ფენით

  • 200 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 5 კვერცხის ცილა
  • 200 გრ შაქარი
  • 5 გრ ვანილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში მოამზადეთ ბისკვიტი. კვერცხის ცილა ათქვიფეთ შაქართან ერთად, რომ მიიღოთ ბეზეს კონსისტენცია.

2. შემდეგ მიღებულ მასას სათითაოდ დაუმატეთ კვერცხის გული ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა.

3. ნაზავს დაუმატეთ ძმარი და წყალი, კარგად მოურიეთ.

4. შეურიეთ ერთმანეთს 6 ს.კ. გაცრილი ფქვილი და 6 ს.კ. კაკაო.

5. კვერცხის თხევად ნაზავს დაუმატეთ ფქვილისა და კაკაოს მშრალი ნაზავი და ცომს კოვზით კარგად მოურიეთ.

6. გამოაცხვეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. გამოიყენეთ დიამეტრით 23 სმ საცხობი ფორმა.

7. იმისათვის, რომ მოამზადოთ ქოქოსის ფენა, ათქვიფეთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად. კვერცხის გული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ.

8. კვერცხისა და შაქრის ნაზავს თანდათან დაუმატეთ ვანილი, გამაფხვიერებელი და ქოქოსის ფანტელი.

9. მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში და მოათავსეთ 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით.

10. მოამზადეთ კრემი. პატარა ზომის ქვაბში ჩაასხით 200 მლ რძე და მოადუღეთ.

11. დარჩენილ 200 მლ რძეს შეურიეთ კვერცხის გული, კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, შემდეგ კი დაუმატეთ პუდინგი და სახამებელი. მოურიეთ და მიღებული ნაზავი დაუმატეთ ადუღებულ რძეს. მოადუღეთ მასა 3-5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე, მუდმივად მოურიეთ.

12. გააცივეთ ნაზავი, შემდეგ ათქვიფეთ კარაქთან ერთად, დაუმატეთ კაპუჩინო და კვლავ ათქვიფეთ კრემი.

13. შუაზე გაჭერით გაცივებული ბისკვიტი, წაუსვით ერთ ფენას კრემი, ზემოდან ქოქოსის ფენა დაადეთ, შემდეგ ისევ კრემი წაუსვით მთელს ზედაპირზე, ზემოდან კი ბისკვიტის მეორე ნაწილი დაადეთ. ტორტის ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ დარჩენილი კრემი და ქოქოსის ფანტელით ან შოკოლადით გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!