როგორ მოვამზადოთ იდეალური ცომი: 5 სახეობა ცომის რეცეპტი!

1062

5 სახეობა ცომი. მხოლოდ საუკეთესო რჩევები! აუცილებლად სცადეთ!

1.ბისკვიტის ცომი

თუ ცილა ცუდად ითქვიფება, დიდი ალბათობით მასში გულის ნაწილი ჩავარდა. ამ პრობლემის გამოსრორების მხოლოდ ერთი გზა არსებობს – იმ ცილას თავი დაანებეთ და ახლის თქვეფა დაიწყეთ. ცილა ცუდად აითქვიფება თუ მასში შაქარს დროზე ადრე ჩაყრით. ამ შემთხვევაში ცილა წყლის აბაზანაზე უნდა ათქვიფოთ.

თუ ცომი ძალიან მკვრივია და ცუდად ამოდის ღუმელში, რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. ცუდად არის ათქვეფილი ინგრედიენტები და ძალიან ბევრი ფქვილი გაქვთ გამოყენებული.

ათქვეფილი ცომის დიდხანს გაჩერებაც არ შეიძლება. ღუმელი კარგად გაახურეთ, დარწმუნდით ამაში და შემდეგ მოათავსეთ ცომი.

რათა ბსკვიტი კარგად გამოიცხოს, აუცილებელია მისი საშუალო ტემპერატურაზე ცხობა.

აუცილებლად დაამუშავეთ გამოსაცხობი ფორმა ცხიმით, რათა არ მიიკრას ბისკვიტი.

თუ ცომში ბევრი შაქარია, მაშინ ბისკვიტის ფორმიდან ამოღება გაგიჭირდებათ.

თუ ბისკვიტი ჩაიფუშა ღუმელიდან გამოღების შემდეგ – ეს ნიშნავს, რომ ის არ არის კარგად გამომცხვარი. აუცილებლად შეამოწმეთ ხის წკირით. მაღალ ტემპერატურაზე ცხობისას შეიძლება იგივე პრობლემა შეგვექმნას.

ბისკვიტი ძალიან ბასრი დანით დაჭერით.

ბისკვიტი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე, ამის შემდეგ გადმოიტანეთ ფორმიდან.

2.ცომი კექსისთვის

თუ ცომის სტრუქტურა ირღვევა კვერცხის დამატების შემდეგ, ესეიგი ძალიან ბევრი კვერცხი გაქვთ გამოყენებული. კარაქი და კვერცხი აუცილებლად ერთნაერი ტემპერატურის უნდა გამოიყენოთ.

თუ კექსი ღუმელში არ ამოვიდა, ესიგი ცუდად აგითვიფავთ ინგრედიენტები.

თუ კექსი მძიმე და მკვრივია, ესეიგი მაში ბევრი სითხე ან ფქვილია.

3.ფენოვანი დაჭრილი ცომი

თუ კარაქის და ფქვილის ფხვიერი მასა ერთმანეთს ეკრობა, დატოვეთ მაცივარში – ამ პრობლემას ამ მეთოდით მოაგვარებთ.

თუ ცომი ძალიან წებოვანია, დაუმატეთ ფქვილი და შეინახეთ მაცივარში.

თუ ცომი იშლება, ესეიგი არასაკმარისი სითხე გაქვთ გამოყენებული. ფრთხილად დაუმატეთ ჩაის კოვზით წყალი მანა, სანამ არ მიიღებთ საჭირო კონსესტენციას.

თუ ცომი მსრალი და უხეშია – მას გამოსაცხობად დიდი დრო დასჭირდება.

4.ხაჭოს ცომი

თუ ცომი ძალიან რბილი და წებოვანია, დიდი ალბათობით, თქვენ ნამიანი ხაჭო გაქვთ გამოყენებული. დაუმატეთ ფქვილი ან მანანის ბურღული ამ სიტუაციის გამოსასწორებლად.

თუ ცომი იშელება – სითხის ნაკლებობის ბრალია.

5.ფხვიერი ცომი

  1. თუ ცომი ძალიან რბილია, აუცილებლად დაუმატეთ ფქვილი.
  2. თუ ცომი იშლება, რამდენინე მიზეზი შეიძლება იყოს. არასაკმარისი კარაქი, არასაკმარისი სითხე და ძალიან ცივი კარაქი – რაც აფუჭებს ცომს. ცომის მოზელვამდე კარაქი ოთახის ტემპერატურამდე დაიყვანეთ.
  3. თუ თხევადი შიგთავსი შესქელდა – შეიძლება, ცხობის ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო, არ ყოფნის კვერცხი და სახამებელი.
  4. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში, შეგთავსი შეიძლება გადმოიღვაროს.
  5. თუ ცხობილა დაიწვა, ფრთხილად მოახსენით დამწვარი ფენა და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
  6. თუ ორცხობილას კერამიკულ თეფშზე შეინახავთ, ზემოდან დააფარეთ ხელსახოცი ან ნაჭერი.
  7. ფხვიერი ტორტის იდეალურად გასაჭრელად, დანა ცხელ წყალში მოათავსეთ 1 წუთი.
  8. ცუ ცომი ძალიან სქლად არის მოზელილი, მაგრამ წებოვანია, გააბრტყელეთ ცივი წყლით სავსე შუშის ბოთლით.
  9. ძალიან გემრიელი მინანქარი გამოდის თუ შოკოლადის კანფეტებს და პიტნის კანფეტებს დაუმატებთ წყალს ან რძეს.

აუცილებლად გაითვალისწინთ ეს რჩევები!