როგორ ამზადებენ ჭარხალს რესტორნებში

666

ჭარხლის მომზადებას ძალიან დიდი დრო მიაქვს. ის დიდიხანი იხარშება და დიდ ყურადღებას მოითხოვს.

დღეს ვეცდები ამ პრობლემის გადაჭრას თქვენთან ერთად.

მოხარშული ბოსტნეული, როგორც ვიცით კარგავს ვიტამინებს, რომელსაც ის ცოცხალი სახით შეიცავს. მოხარშული ბოსტნეულით მომზადებული სალათი სულაც არ არის სასარგებლო.

ჭარხლის გამოცხობის შემთხვევაში, მას ვიტემინები უნარჩუნდება. ის ხდება სასარგებლოც და გემრიელიც. მისი მომზადების დროც პატარავდება.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ჭარხალი ღრუბლის დახმარებით. გააშრეთ ხელსახოცით.

2.მოაჭერით ზედა ნაწილი.

3.ფოლგას დააფარეთ პერგამენტი, დაჩხვლიტეთ ჭარხალი და მოაყარეთ მარილი.

4.მოასხით ზეთი, შეგიძლიათ მოასხათ ძმარი და მოაყაროთ შაქარი.

5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 1-1,5 საათი.