მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტი თქვენთვის სასურველი შიგთავსით თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის

1582

თუ გემრიელი დესერტით ოჯახის წევრების გახარება ძალიან გიყვართ, მაგრამ ხშირად არ გაქვთ დრო, რომ ნამცხვრები და ტორტები გამოაცხოთ, ჩვენ გთავაზობთ იდეალურ ვარიანტს – ხაჭოს ნამცხვარს, რომელიც გახეხილი ფენებით მზადდება.

ხაჭოს ჰაეროვანი ტექსტურა, გახეხილი ცომის მსუბუქი ფანტელები და სულ რაღაც ნახევარი საათი, ამ გემრიელობის მოსამზადებლად. მრავალფეროვანი შიგთავსი კენკრის, ხილის, ყაყაჩოს თესლის ან ქიშმიშისგან, თქვენს ხაჭოს ნამცხვარს დანარჩენი დესერტებისგან განსხვავებულს გახდის.

ხაჭოს ნამცხვარი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1 ც კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ს.კ. კაკაო
  • ფქვილი (რამდენსაც ცომი შეიზელს)

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1,5 კგ საშინაო ხაჭო
  • 8 ც კვერცხი
  • 1-2 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ერთი შეფუთვა ვანილის შაქარი

მომზადების წესი

1. ერთმანეთს შეურიეთ გამდნარი კარაქი, კვერცხი, კაკაო და შაქარი.

2. თანდათან დაუმატეთ გამაფხვიერებელთან ერთად გაცრილი ფქვილი, სანამ რბილ ცომს არ მიიღებთ.

3. გაყავით ცომი ორ ნაწილად. დიდი ნაწილი მაცივარში შეინახეთ, პატარა – საყინულეში.

4. ორჯერ გაატარეთ ხაჭო ხორცის მანქანაში ან დააბლენდერეთ, სანამ თხელ, ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

5. ხაჭოს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, სახამებელი, ლიმონის ცედრა და ვანილის შაქარი. მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. თუ ხაჭო ძალიან მშრალია, შეგიძლიათ არაჟანი დაუმატოთ.

6. საცხობ ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ მუქი ფერის ცომი, რომელიც მაცივარში გქონდათ შენახული, კიდეები ამოაღრმავეთ.

7. ცომს ზემოდან ხაჭოს მასა დაასხით. ზემოდან დაალაგეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი (ქიშმიში, ყაყაჩოს თესლი, ხილი, კენკრა, დაკონსერვებული ხილი).

8. ნამცხვარს დაასხით დარჩენილი ხაჭოიანი მასა.

9. საყინულეში შენახული ცომი მსხვილად გახეხეთ და ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ.

10. გამოაცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში.

11. კიდეები მაგარი უნდა იყოს, შიგთავსი – რბილი.

12. როდესაც ნამცხვარი ბოლომდე გაცივდება, ამოიღეთ ნამცხვარი საცხობი ფორმიდან.

13. სანამ ნამცხვარს მიირთმევდეთ, რამდენიმე საათით მაცივარში შეინახეთ.

სულ ესაა, ხაჭოს ნამცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!