მოამზადეთ სალათები ახალი კარტოფილით

1580

ახალი კარტოფილის მოსვლასთან ერთად, დროა მოიმარჯვოთ საუკეთესო რეცეპტები და მოამზადოთ მისგან გემრიელი სალათები!

როგორ მოვამზადოთ ახალი კარტოფილი

ჩვენ გთავაზობთ 3 უგემრიელესი სალათის რეცეპტს, რომლებიც ახალი კარტოფილით მზადდება.

ახალი კარტოფილი იდეალურია სალათებისთვის, რადგან თქვენ მისი დაჭრა არ გჭირდებათ.

თბილი სალათი ახალი კარტოფილით

ინგრედიენტები 

  • 12 ც პატარა კარტოფილი
  • 1 ც დიდი ზომის კიტრი
  • 1 ც მჟავე კიტრი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კონა კამა
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. კარგად გარეცხეთ და გათალეთ კარტოფილი.
  2. გარეცხეთ და გაწმინდეთ მწვანე ხახვი, თეთრი ნაწილი მოაშორეთ. წვრილად დაჭერით კამა, კიტრი კი კუბებად.
  3.  მსუბუქად შეწვით მწვანე ხახვი ტაფაზე, დაუმატეთ კარტოფილი. კარტოფილი არ უნდა შეიწვას, მსუბუქად უნდა შეიცვალოს ფერი და გაიჟღინთოს ხახვის სუნით.
  4. კარტოფილისა და ხახვის ნაზავს დაუმატეთ კიტრი, მწვანილი, სანელებელი და კარგად მოურიეთ.
  5. ამ სალათს ძალიან უხდება ბურახი. გემრიელად მიირთვით!

სალათი ქორფა კიტრით, ახალი კარტოფილითა და კვერცხით

ინგრედიენტები

  • 5 ც ახალი კარტოფილი
  • 1 ც ქათმის კვერცხი
  • პატარა კონა ოხრახუში
  • 8 ც ქორფა კიტრი
  • 1/2 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 ს.კ. მდოგვის მარცვლები
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი
  • წითელი პილპილი

მომზადების წესი 

  1. თავდაპირველად მოამზადეთ საკმაზი. შეურიეთ ერთმანეთს ძმარი, თაფლი, მარილი, პილპილი და მდოგვი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და მოურიეთ.
  2. გარეცხეთ კარტოფილი და მოხარშეთ. მისი გათლა აუცილებელი არ არის.
  3. ქორფა კიტრი დაჭერით კუბებად და დაუმატეთ კარტოფილს.
  4. მოხარშეთ კვერცხი, გაარჩიეთ, დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაუმატეთ სალათს წვრილად დაჭრილ ოხრახუშთან ერთად.

სალათი “ნორმანდია”

ინგრედიენტები 

  • 6 ც ახალი კარტოფილი
  • 100 გრ შებოლილი თევზი
  • 50 გრ ბოლოკი
  • 50 გრ სალათის ფურცელი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • მდოგვის მარცვლები
  • ლიმონის წვენი
  • პილპილი, ქინძი, პიტნა და ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი 

  1. მოხარშეთ კარტოფილი ისე, რომ არ დარბილდეს.
  2. მოამზადეთ საკაზმი ლიმონის წვენით, მდოგვით, ზეითუნის ზეთით, სოიოს სოუსითა და პილპილით. ნახევარი საკაზმი მოასხით მოხარშულ კარტოფილს.
  3. წრეებად დაჭრილი ბოლოკი ამოავლეთ ნახევარ საკაზმში.
  4. თევზი დაჭერით კუბებად, მწვანილი კი წვრილად.
  5. მწვანილზე დაალაგეთ ბოლოკი, კარტოფილი და თევზი. სალათი მზადაა!

ახალი კარტოფილი ტუნათი

ინგრედიენტები

  • 500 გრ ახალი კარტოფილი
  • 500 გრ კონსერვირებული ტუნა
  • 2 ღერო ნიახური
  • 200 გრ პომიდორი ან ტომატი ჩერი
  • 100 გრ ისპანახი
  • 100 გრ ნატურალური იოგურტი

მომზადების წესი 

  1. მოხარშეთ კარტოფილი და გაჭერით შუაზე.
  2. აურიეთ ტუნა ჩანგლით და დაუმატეთ კარტოფილს.
  3. დაჭერით პომიდორი, ნიახური და ისპანახი.
  4. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ იოგურტი.

ახალ კარტოფილს ყველაფერზე მეტად მწვანილი უხდება. ასეთი ინგრედიენტებით მომზადებული სალათები სავსეა ვიტამინებით.

გემრიელად მიირთვით!