მან ხორცი შესაკრავიან პაკეტში მოათავსა. საიდუმლო ხრიკი იდეალური კერძის მოსამზადებლად

653

შესაკრავიანი პაკეტი დიასახლისებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სასარგებლო ნივთის სამზარეულოში გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს. ასეთი პაკეტი პროდუქტის გასაყინად, ნივთების ჰერმენტულად შესანახად და სხვა მიზნებისთვის შეუცვლელია!

თქვენთვის შესაკრავიანი პაკეტის გამოყენების კიდევ ერთი უჩვეულო მეთოდი მოვამზადეთ: წარმოუდგენლად გემრიელი სტეიკის მომზადება. ამ ხრიკით უბრალოდ ბომბა კერძს მიიღებთ. ამ მეთოდით მომზადებისას შეუძლებელია ხორცი გააფუჭოთ. გამოდის, რომ ის შიგნით იდეალურად წვნიანი იქნება და დაჭრის დროს არ დაიფშვნება.

მეთოდი ჯორჯ პრალუმ 70-იან წლებში მოიფიქრა. მომზადების დროს ვაკუუმ პაკეტები გამოიყენება, რომელთაც წყალში დებენ. შედეგად კერძი ძალიან არომატული გამოდის, რადგან არომატი არ ქრება და მასში უცხო სუნები არ ჩნდება. მეთოდს ბევრი პროფესიონალი მზარეული იყენებს, მაგრამ მისი დახმარებით კერძების მომზადებას დიასახლისებიც თანდათანობით იწყებენ.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი და ნაზი სტეიკი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • შესაკრავიანი პაკეტი
  • ქვაბი და პირსახოცი (ან ჩანთა–მაცივარი)
  • სტეიკი
  • მარილი, წიწაკა

მომზადება:

1. სტეიკი მოამზადეთ, მარილი და წიწაკა მოაყარეთ.

2. ქვაბში ან ჩანთა–თერმოსში ცხელი წყალი ჩაასხით. ტემპერატურა დაახლოებით 65 გრადუსი უნდა იყოს.

3. შემდეგ ხორცი შესაკრავიან პაკეტში მოათავსეთ.

4. ხორცი ქვაბში ჩადეთ, შემდეგ პაკეტიდან ჰაერი გამოუშვით და ჩაკეტეთ.

5. ქვაბს თავსახური დაახურეთ, სქელ პირსახოცში ან გადასაფარებელში გაახვიეთ და 45 წუთი დაელოდეთ. როცა დროის გასვლის შემდეგ ქვაბს თავსახურს ახდით, შესანიშნავ არომატს იგრძნობთ.

6. ხორცი სუსტ ცეცხლზე ზეთწასმულ ტაფაზე შეწვით, ზუსტად 1,5 წუთი თითოეული მხრიდან.

თქვენ გემრიელ სტეიკს მიიღებთ, რომელიც გარედან კარგად შემწვარი, შიგნით კი თანაბრად ვარდისფერი იქნება. ასეთ იდეალურ ხორცს მხოლოდ ამ მეთოდით მიიღებთ. მომზადების მეთოდი საჭირო ტემპერატურის მხარდაჭერით მარტივი და უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა მეთოდები, რომლებიც ახლა ნაკლებად პოპულარულია.

ერთი სული მაქვს ამ გემრიელობას როდის გავსინჯავ. გენიალური ხრიკი მეგობრებს გაუზიარეთ!