კლასიკური ტორტი “ზახერი”

1351

კლასიკური ტორტი “ზახერი” უგემრიელესია! შოკოლადის ფირფიტები მომჟავო შიგთავსით და შოკოლადით, განუმეორებელი გემოა…

მე მის მოსამზადებლად ვიყენებ შავ შოკოლადს და ნატურალურ გარგრის ჯემს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 75გ
  • ნუშის ფქვილი 50გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 110გ
  • კაკაო 20გ
  • გამაფხვიერებელი 5გ
  • კარაქი 80გ
  • ნაღები 190მლ
  • ფორთოხლის ჯემი 200გ
  • პექტინი 2გ
  • ლიმონის წვენი
  • ლიქიორი 2 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ნუშის ფქვილთან ერთად. ცალკე შეურიეთ ფქვილს გამაფხვიერებელი და კაკაო, დაუმატეთ კვერცხის მასას და მოურიეთ.

2.გააცხელეთ 80მლ ცხიმიანი ნაღები 50-60 გრადუსამდე. აიღეთ 30გ შოკოლადი და 60გ კარაქი, მოასხით ნაღები და მოურიეთ. შოკოლადის მასა დაუნატეთ ცომს.

3.ცომი ჩაასხით ორ ფორმაში. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 20 წუთი.

4.ჯემს დაუმატეთ პექტინი, ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ლიქიორი, მოხარშეთ 3 -4 წუთი.

5.კორჟების გაგრილების შემდეგ მოაჭერით ზედა ნაწილები. წაუსვით ჯემი და ზემოდან დააფარეთ მეორე. შეინახეთ მაცივარსი 1 საათი.

6.გააცხელეთ დარჩენილი ნაღები და ჩაასხით შოკოლადი. ათქვიფეთ ბლენდერით, დაუმატეთ 20გ გამღვალი კარაქი და 1 სუფრის კოვზი ლიქიორი. ისევ ათვიფეთ.

7.დესერტს მოასხით მინანქარი და მაცივარში მოათავსეთ 2-3 საათი.

გემრიელად მიირთვით!