კექსი თხევადი შიგთავსით

918

ლავა ნამცხვარი – ეს ძლიან პოპულარული დესერტია ამერიკაში, მას განსხვავებულ ხდის მისი შიგთავსი, რომელიც ვულკანივით იფრქვევა. ეს დესერტი ერთგვარი სიურპრიზია, რადგან მისი დაგემოვნებისას ვერავინ ვერ წარმოიდგენს მისი შიგთავსის ასე მოულოდნელად გადმოღვრას.

როგორც წესი შიგთავსი საკმაოდ სქელი უნდა იყოს, რათა ჩაკბეჩისას ძალიან არ გადმოიღვაროს. დღეს გთავაზობთ ვანილის დესერტს ნაღების კრემით.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 2,5 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 1,5 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილის ექსტრაქტი 1,5 სუფრის კოვზი
  • რძე 0,25 ჭიქა
  • ნაღების ყველი 115გ
  • შაქრის ფხვნილი 1 ჭიქა
  • ნაღები 1,25 ჭიქა

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათსვეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

2.100გ კარაქს დაუმატეთ შაქარი და ათქვიეფთ მიქსერით. დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი, მეოთხედი ჭიქა რძე და ათქვიფეთ. მიღებულ მასას თანდათან დაუმატეთ ფქვილის მასა და ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე.

3.100გ კარაქს დაუმატეთ ნაღების ყველი და 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ მიქსერიტ, დაუმატეთ 0,5 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი და 125გ ცხიმიანი ნაღები. თქვენ უნდა მიიღოთ ჰაეროვანი კრემი.

4.კექსის ფორმებს წაუსვით ზეთი, დაამრგვალეთ ცომი, გააბრტყელეთ და მოათავსეთ ფორმის ძირზე. თითების მეშვეობით მოასწორეთ და ამოიყვანეთ გვერდებზე.

5.მოატავსეთ ნაღების კრემი და ზემოდან მსგავსი ფორმის ცომი გადააფარეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

კექსის ფორმიდან ამოსაღებად ისინი გადმოაბრუნეთ დიდ თთეფშზე. ამ სახის დესერტის ზალიან მოუხდება სადღესასწაულო სუფრებს. ეს დესერტი ძალიან უხდება ხილს და ნაყინს. გემრიელად მიირთვით!