კარტოფილის სალათი “მეტყევის ქოხი”, რომელიც გერმანულ სამზარეულოს შეგაყვარებთ

1582

კარტოფილი – გერმანული, ავსტრიული და ჩეხური სამზარეულოს საფუძველია, ამიტომ ამ ქვეყნების კაფეებსა თუ რესტორნებში კარტოფილის კერძები უხვადაა. მათგან ყველაზე პოპულარული რა თქმა უნდა ხემსები, გარნირები და სალათებია, რომლებიც ჩვენთანაც მყარად დაფუძნდა.

დღეს “გასტრონომია” წარმოგიდგენთ გერმანულ სალათს “მეტყევის ქოხი”, რომელიც ჩვეული ინგრედიენტებისგან შედგება, მაგრამ შეინარჩუნა გერმანული სამზარეულოს კოლორიტი და ორიგინალურობა. აუცილებლად სცადეთ და ისიამოვნეთ არაჩვეულებრივი გემოთი ჩვენთან ერთად!

ინგრედიენტები

  • 500 გრ კარტოფილი
  • 2 ც წითელი ხახვი
  • 150 გრ ლორი
  • 3 ც მონადირული სოსისი
  • 2 ც მჟავე კიტრი
  • 3 ს.კ ღვინის ძმარი
  • 2 ს.კ. ზეთი1 ს.კ. შაქარი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით კუბებად, მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაწურეთ და გააცივეთ.
  2. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, ლორი და ძეხვი მომცრო ნაჭრებად, მწვანილი – წვრილად. ზეთში შეწვით ჯერ ხორცი, დაამატეთ ხახვი და კიდევ 5 წუთის განმავლობაში მოამზადეთ.
  3. დაამატეთ ხორცში ძმარი, მწვანილი, შაქარი და მოთუშეთ სანამ სითხე არ აორთქლდება. ჩაყარეთ კარტოფილი, კარგად მოურიეთ და მოხსენით ცეცხლიდან.
  4. გადმოიღეთ კერძი ღრმა თასში, დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი მჟავე კიტრი, სუნელები და ცოტაოდენი ოხრახუში. კარგად მოურიეთ და გემრიელად მიირთვით!

კარტოფილის სოუსი კარგად შეეხამება ხორცის კერძებს და სოუსებს. ის იმდენად უნივერსალურია, რომ შეგიძლიათ უბრალოდ ვახშამზე მიირთვათ ან სადღესასწაულო სუფრა დაამშვენოთ. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!