იტალიური კლასიკური ბისკვიტი – უგემრიელესი ღვეზელი ნუშით

1342

ეს კლასიკური იტალიური ბისკვიტია. რომელიც თავის სამშობლოში Torta della nonnas – სახელით არის ცნობილი.

ინგრედიენტები:

ფირფიტა

  • 125 გ დარბილებული კარაქი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 3 მოზრდილი კვერცხი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი

გულსართი 

  • 2 ჭიქა რძე
  • 4 მოზრდილი კვერცხი
  • 180 გ შაქრის პუდრი + დამატებით ზემოდან მოსაყრელად
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 2 სუფრის კოვზი ნუში

მომზადების წესი:

1.ფირფიტა. ელექტროღუმელი გაახურეთ 180 გრადუსამდე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4). 28 სმ დიამეტრის ფორმას კარაქი წაუსვით.

2.კარაქი და შაქრის ფხვნილი ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე. მასა უნდა გათეთრდეს და ნაღებისებური გახდეს. კვერცხი სათითაოდ დაუმატეთ და კარგად  ათქვიფეთ. მერე მიქსერი დაბალ სიჩქარეზე დააყენეთ და მასას თანდათან დაუმატეთ ფქვილი, საჭმელი სოდა და მარილი.

3.ცომი ორ ნაწილად გაყავით და მრგვალად, საცხობ ფორმაზე ონდავ დიდ ზომაზე, გააბრტყელეთ.

4.გულსართი. რძე ჩაასხით საშუალო ზომის ჯამში და დაბალ ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ. კვერცხის გული, შაქრის პუდრი და ფქვილი საშუალო ზომის ჯამში ათქვიფეთ, დაუმატეთ ცხელი რძე და კარგად ათქვიფეთ. მასა პატარა ქვაბში ჩააბრუნეთ, დაბალ ცეცხლზე დადგით და დაახლოებით 5 წუთი განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ შესქელდება.

5.ცომი ფორმაში მოათავსეთ და ნაღები წაუსვით, ცენტრში ოდნავ აამაღლეთ. ცომის მეორე ნაწილი დააფარეთ და კიდეები შეაერთეთ. მოაყარეთ ნუში.

6.გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. ბისკვიტი ოდნავ რომ შეყავისფრდება, ღუმელიდან გამოიღეთ.

7.სუფრასთან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული  მიიტანეთ, წინასწარ მოაყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით! აუცილებლად შეინახეთ ეს რეცეპტი. მოწონების შემთხვევაში კი გაუზიარეთ მეგობრებს!