ზალცბურგული ნოკერლი – უგემრიელესი დესერტი მოცარტის მშობლიური ქალაქიდან

1074

ეს შესანიშნავი დესერტი მოცარტის მშობლიური ქალაქიდან, ზალცბურგიდანაა და სახელიც შესაბამისად ეწოდა. მოდით ერთად მოვამზადოთ ეს არაჩვეულებრივი დესერტი.

ინგრედიენტები:

  • 1/4 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
  • 90 გ შაქარი
  • 5 დიდი კვერცხი, განცალკევებული
  • წმინდად გახეხილი 1 ფორთოხლის ცედრა
  • 1 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 60 მლ ორმაგი ნაღები
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი – მოსაყრელად

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე.
  2. პატარა ჯამში შეურიეთ ვანილის ჩხირის შიგთავსი და შაქარი.
  3. დიდ ჯამში მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ კვერცხის ცილა. მეტალის კოვზით შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის გულები. დაუმატეთ ლიმონისა და ფორთოხლის ცედრა.
  4. მოაყარეთ ფქვილი და ფაქიზად შეაზილეთ.
  5. 23 სმ ზომის კვადრატულ საცხობ ფორმაში გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ნაღები.
  6. დაუმატეთ ცომი.
  7. აცხვეთ 10-15 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს და ამოფუვდება.
  8. მოაყარეთ შაქრის პუდრი და სუფრაზე მაშინვე მიიტანეთ.

ულუფა: 4

მომზადება: 20 წუთი

ცხობა: 10-15 წუთი

დონე: 2