დღეს ვახშმად მოვამზადებ გემრიელ მობრაწულას: თევზი, კარტოფილი და არაფერი ზედმეტი

1277

სკუმბრია პროდუქტების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციონ მათ, ვინც თმისა და კანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. საქმე იმაშია, რომ ეს თევზი მდიდარია ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის საჭირო სასარგებლო ცხიმებით. სკუმბრიის რაციონში შეტანა იოლია, რადგან მას გამორჩეული გემობრივი თვისებები აქვს.

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სკუმბრიისა და კარტოფილის მობრაწულას შესანიშნავ რეცეპტს. მის მოსამზადებლად დიდი დრო არ დაგჭირდებათ, რეცეპტის სიადვილე კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. სცადეთ და ეს კერძი აუცილებლად შეგიყვარდებათ.

ინგრედიენტები

  • 1 კგ კარტოფილი
  • 600 გრ სკუმბრია
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გათალეთ კარტოფილი, დაჭერით რგოლებად, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და 2-3 წუთის განამვლობაში ხარშეთ.
  2. გაასუფთავეთ სკუმბრია, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.
  3. გახეხეთ ყველი. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
  4. დაალაგეთ ზედაპირზე კარტოფილი, დაუმატეთ მარილი და პილპილი.
  5. წაუსვით მაიონეზი კარტოფილს. შემდეგ დაალაგეთ თევზი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წაუსვით მაიონეზი.
  6. მეორე ფენად კვლავ დაალაგეთ კარტოფილი და თევზი, დაუმატეთ მარილი, პილპილი, წაუსვით მაიონეზი.
  7. მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედგით 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით.

თუ არ გსურთ მაიონეზის გამოყენება, ჩაანაცვლეთ არაჟნით. ეს კერძი იმით არის კარგი, რომ გემრიელია როგორც ცხლად, ასევე ცივადაც. მიირთვით მსუბუქ სალათთან ერთად და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!