გემრიელი და ფაფუკი ორცხობილა არაჟანზე

1843

არაჟნით მომზადებული ორცხობილა გამოდის ძალიან ნაზი და გემრიელი. მზადდება სწრაფად.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • არაჟანი 150გ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 100გ
  • სოდა 1/2 ჩაის კოვზი
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი.
  2. დაუმატეთ მარილი და შაქარი.
  3. კარაქი დაჭერით კუბიკებად.
  4. ხელით კარგად გადაურიეთ.
  5. ჯამში მოათავსეთ არაჟანი და დაუმატეთ სოდა.
  6. კარგად მოურიეთ.
  7. ფქვილის მასას დაუმატეთ არაჟნის მასა.
  8. მოზილეთ ცომი.
  9. ცომი გადმოიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე.
  10. დაარბილეთ ცომი.
  11. დაამრგვალეთ მზა ცომი, მოათავსეთ პაკეტში და შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.
  12. ისევ გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე.
  13. გააბრტყელეთ 7-8მმ.
  14. ამოწერით ცომი სასურველ ფორმაზე.
  15. ამოეჭრილი ორცხობილა გადაიტანეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
  16. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.
  17. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!