გამომცხვარი ღორის ხორცი კარტოფილთან

957

გამომცხვარი ხორცი კარტოფილით – თითქოს მარტივად ჟღერს, მაგრამ სულაც არ არის მარტივი.

ამ კერძის მომზადებასაც რაღაც ნიუანსების გათვალისწინება სჭირდება. მთავარია ხორცი იყოს კარგად დამარინადებული.

ინგრედიენტები

  • ღორის მკერდი 2კგ
  • თაფლი 255გ
  • ფორთოხლის წვენი 120მლ
  • სოიოს სოუსი 120მლ
  • სოუსი ჩილი 140მლ
  • შაქარი 50გ
  • მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 2 სუფრის კოვზი
  • ხახვის ფქვნილი 1 სუფრის კოვზი
  • დარიჩინი 0,25 სუფრის კოვზი
  • ჯანჯაფილი 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • მზესუმზირის ზეთი 400მლ
  • კარტოფილი 1,5კგ
  • ნიორი 1 ცალი
  • როზმარინი 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. შეწვით ხორცი.
  2. ღრმა ჯამში მოათავსეთ თაფლი, ფორთოხლის წვენი, სოიოს სოუსი და სოუსი ჩილი. დაუმატეთ შაქარი, მდოგვი, პაპრიკა, გამომშრალი ხახვი, დარიჩინი და წვრილად დაჭილი ჯანჯაფილი ნივრით.
  3. მიღებული სოუსი მოასხით ხორცს და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
  4. სანამ ხორცი ცხვება, მოამზადეთ გარნირი. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით კარტოფილი.
  5. არომატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ ნივრის კბილი და როზმარინი,
  6. კარტოფილს მოაყარეთ მაილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!