ბადრიჯნის ფრიკადელკები პომიდვრის სოუსში – თითებს ჩაიკვნეტთ!

1139

ამ კერძს რესტორანში აუცილებლად შეხვდებით, მაგრამ მის შემადგენლობას და მომზადების მეთოდს არავინ გაგანდობთ, რადგან მისი მომზადება სახლშიც უმარტივესად შეგიძლიათ.

ინგრედინტები

  • ბადრიჯანი 600გ
  • შვრიის ფანტელი 1 ჭიქა
  • ნივრის ფხვნილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • პომიდვრის პასტა 300გ
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • სელის თესლი 2 სუფრის კოვზი
  • სიმინდის ფქვილი 0,5 ჭიქა
  • მაიონარი 1-2 ჩაის კოვზი
  • შავი დაფქული წიწაკა 0,5 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ და გააშრეთ ბადრიჯანი. მოაჭერით ბოლოები. გაჭერით შუაზე. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე ქერქით მაღლა. გამოაცხეთ 30 წუთი 200 გრადუსზე.

2.გააგრილეთ ბადრიჯანი, მოაშორეთ ქერქი. ბადრიჯნის გული დააბლენდერეთ. დაუმატეთ შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი და დაფქული სელის თესლი.

3.ასევე იმავე მასას დაუმატეთ მაიორანი, ნივრის ფხვნილი, წიწაკა და მარილი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს. ბოსტნეულის ფარში მოათავსეთ მაცივარში 15 წუთი.

4.ამასობაში გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით. ბოსტნეულის  ფარშისგან მოამზადეთ პატარა ბურთულები, მოათავსეთ ფორმაზე. მოამზადეთ ღუმელში 180 გრადუსზე 20 წუთი.

5.ამასობაშ შეგიძლიათ მოამზადოთ პომიდვრის სოუსი. მას დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და დაჭრილი ბაზილიკი. თუ სოუსი გამოვა სქელი, მაშინ დაუმატეთ ცოტა წყალი.

ბადრიჯნის ფარში მოათავსეთ სოუსში დამიირთვით მაკარონთან ერთად. ეს არის ნაზი, არომატული ვეგანური კერძი, რომელიც ძალიან გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!