ხორცის მანტები გოგრით

მანტების ერთ-ერთი მთავარი თავისებურებაა ფარში, რადგან ყველაფერი იჭრება ხელით, არავითარი ხორცსაკეპი. ბევრი ხახვი და ცხიმი – ან კერძის კიდევ ერთი საიდუმლოა და სწორედ მათი დამსახურებით გამოდის მანტები წვნიანი. შიგთავსი მრავალფეროვანი შეიძლება იყოს: ხორცი, კარტოფილი, ხახვი, გოგრა.

ხორცის მანტები 

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600 გ ცხვრის ან საქონლის ხორცი
  • 300 გ გოგრა
  • 2-3 კარტოფილი
  • 150-200 გ დუმის ქონი
  • 600 გ ხახვი
  • 1.5 ჩ.კ. ზირაკი
  • 1 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1 ჭიქა წყალი
  • 2 კვერცხი
  • 4-5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ. მარილი

მომზადება

1. დაჭერით ხორცი და დუმის ქონი წვრილად, დაუმატეთ ზირაკი, მარილი, პილპილი, კარგად მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ორთქლზე რამდენიმე საათით.

2. გოგრა, ხახვი და კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით წვრილ კუბებად. გახსოვდეთ: არავითარი ხორცსაკეპი ან კომბაინი. ყველაფერი ხელით უნდა დაჭრათ. შეურიერთ ეს ყველაფერი ხორცის მასას და კარგად მოურიეთ.

3. ფქვილის, კვერცხის, წყლისა და მარილისგან მოზილეთ მყარი ცომი. დაამრგვალეთ, დაახურეთ ქსოვილი და გააჩერეთ რამდენიმე საათით. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედად. დაჭერით მიღებული ფენა კვადრატებად, 10-15 სმ კუთხეებით. ყოველი კვადრატის შუაგულზე დაალაგეთ შიგთავსი.

4. სამანტე ლისტებს წაუსვით კარაქი, დასადგამი გაავსეთ წყლით და აადუღეთ. როგორც კი წყალი ადუღდება, დაამაგრეთ სამანტე ლისტები, მზა მანტებთან ერთად. ხარშეთ 50 წუთით. მირთმევამდე, დიდ თეფშზე დაჭერით კარაქი და მასზე დაალაგეთ მზა კერძი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი