ხორცის და კიტრის საოცარი დუეტი

1108

ხორცი ბევრი არასდროს არის. ამ წინადადებას ყველა არ დაეთანხმება. მაგრამ ნამდვილი გურმანები ამ პროდუქტზე გიჟდებიან. ინგლისის ტრადიციულ კერძი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისმა სამსობლომ მას ლექსები და სიმღერებიც კი მიუძღვნა.

იმის მიუხედავად, რომ საქონლის ხორცი თავადაც ძალიან გემრიელია, ჩვენ მას სასიამოვნოდ დამყოლი პიკანტური გემო შევძინეთ. ხორცი კიტრით – ეს წვრილად დაჭრილი ხორცია კიტრით და არაჟნით. ნამდვილად სამეფო კერძია.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი 1-1,2კგ
  • დამწნილებული კიტრი – 6 ცალი
  • ჯანჯაფილის ფესვები 4 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • მწვანე ხახვი 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ტაბასკო გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.ხორცი გარეცხეთ და კარგად გაასუფთავეთ, მოაშორეთ ზემოდან გადაკრული ფენა. წაუსვით ზეითუნის ზეთი, მარილი და წიწაკა. დატოვეთ 1-2 საათით.

2.მშრალ ტაფაზე შეწვით დამუშავებული ხორცის ნაჭერი. ფოლგას წაუსვით ზეითუნის ზეთი და ხორცი შეახვიეთ მასში.

3.ღუმელი გამოსაცხობ ფირფიტასთან ერთად გაახურეთ 220 გრადუსზე. მასზე მოათავსეთ ხორცი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი 170 გრადუსზე.

4.დაჭერით ნახევარი ხახვი და დაუმატეთ არაჟანს, ასევე დაუმატეთ ტაბასკო და ჯანჯაფილი.

5.აადუღეთ წყალი და მასში მოათავსეთ დარჩენილი მწვანე ხახვი 10 წამი, შემდეგ ამოიღეთ და ცივ წყალში გადაიტანეთ.

6.ხორცი გააგრილეთ და დაჭერით წვრილ ნაჭრებად. კიტრი დაჭერით გრძლად.

7.ხორცს წაუსვით სოუსი და დაადეთ კიტრი, დაახვიეთ რულეტისებურად და შეკარით ხახვით.

არომატული პურის ნაჭერი კარაქთან ერთად – რა შეიძლება იყოს უეთესი? თვენ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს კერძი ერთხელ მაინც. გემრიელად მიირთვით!