ხორცის გაყინვის წესები

2466

ხორცის ხარისხიანი ნაჭრის შეძენა თანამედროვე რეალობაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ამაზე დროისა და ფულის დახარჯვა მოგიწევთ.

რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი კერძების ცოცხალი, სულ ახალი ხორცისგან მომზადებაა. საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ შეინახოთ ხორცის ნაჭრები სუფთად და უსაფრთხოდ. ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ გაყინოთ ხორცი მთელი ერთი თვით და არ ხარჯოთ დრო მაღაზიაში წასასვლელად.

ხორცის გაყინვის მეთოდი

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ხორცის გაყინვა ისე, რომ პროდუქტმა გემოს ხარისხი არ დაკარგოს, შეუძლებელია. ეს მართალიც არის, თუმცა, არსებობს გაყინვის ორი ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან სრულებით განსხვავდება.

შოკისებური გაყინვა

ეს მეთოდი ნიშნავს ხორცის გაყინვას -40 გრადუს ტემპერატურაზე. ხორცის გაყინვის ეს მეთოდი არის სწორი, რადგან ასე ხორცის ბოჭკოები არ ზიანდება, ხოლო გაყინვისას, ხორცი არ კარგავს გემოს ხარისხს. საშინაო პირობებში ამ მეთოდით შედეგის მიღწევა შეუძლებელია, თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც.

საყოფაცხოვრებო გაყინვა

ეს მეთოდი მოიცავს ხორცის გაყინვას საშინაო პირობებში. სახლის საყინულის ტემპერატურა ჩვეულებრივ გაყინვისთვის იდეალური ტემპერატურის ნახევრამდეც ვერ აღწევს, ამიტომ, ხანგრძლივი გაყინვის დრო ხორცზე ჩნდება უფრო მეტი ყინულის კრისტალი, ხორცის ბოჭკოები დაზიანებულია და შედეგად ვღებულობთ რეზინის უგემურ და მშრალ ნაჭერს, მნიშვნელობა არ აქვს, მისგან რას მოვამზადებთ.

ხელსახოცში გახვეული ახალი ხორცი 5 დღის განმავლობაში ინხება ნულოვან კამერაში. აუცილებელია, რომ ხელსახოცი ყოველ დღე გამოცვალოთ. შესაძლებელია ხორცის ამ მეთოდით შენახვა გაცილებით ხანგრძლივი დროითაც.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ხორცისგან მომზადებული კერძის გემო, აუცილებელია, რომ სწორად დაჭრათ ხორცი. თუ მიყვებით ინსტრუქციას, ხორცის შენახვა შეგეძლებათ 1-დან 3 თვემდე, ყოველგვარი გემოს დაკარგვის საშიშროების გარეშე.

ხორცის გაყინვის წესი

1. ხორცის ნაჭერი გაწმინდეთ ხელსახოცით, რომ გაწმინდოთ ზედმეტი ტენიანობისგან.

2. სტეიკისთვის დაჭრილი ხორცის ნაჭრები დაალაგეთ პერგამენტის ქაღალდზე.

3. ხორცის ნაჭრები გაახვიეთ ქაღალდში და მოათავსეთ საყინულეში 3 საათით.

4. 3 საათის შემდეგ ხორცი აუცილებლად უნდა გამოიღოთ საყინულედან და გამოტუმბოთ ან მჭიდროდ შეფუთოთ საკვებ ცელოფანში. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ დროთა განმავლობაში ხორცი ყინულის ნაჭრად არ გადაიქცეს.

5. იგივე მეთოდითაა შესაძლებელი ფარშის მომზადებაც: გაატარეთ ხორცი ხორცსაკეპ მანქანაში, გამოტუმბეთ და შეინახეთ საყინულეში. ასეთი მეთოდით გაყინული ფარში 3 თვის განმავლობაში ინახება.