ხორვატიული შტრუკლი

0
362

ზაგორსკის შტრუკლი-ხორვატიული სამზარეულოს ერთერთი პოპულარული კერძია. რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებენ ნებისმიერ კაფესა და რესტორანში. დაახლოებით 10 წლის წინ შტრუკლი ხორვატიის კულტურის მემკვიდრეობაში იქნა შეტანილი, ამის შემდეგ დაარსდა ყოველწლიური შტრუკლის ფესტივალი. აი რატომ უნდა გასინჯოთ ეს კერძი აუცილებლად!

ეს არის ნაზი და წვნიანი კერძი ხოჭოთი და ნაღებით. ტრადიციულად ამ კერძს მიირთმევენ ჩანგლით. სლოვენურ სამზარეულოშიც არსებობს შტრუკლი. იქ მათ ამზადებენ კარტოფილის ცომისაგან და უმატებენ წიწიბურის ფქვილს. შიგთავსად იყენებენ ხორცს, ასევე ხაჭოს ბოსტნეულს და კენკრას. მაგრამ ხორვატიული შტრუკლი უფრო მარტივი მოსამზადებელია ვიდრე სლოვენური.

ინგრედიენტები

  • ხაჭო-800გ
  • ხორბლის ფქვილი-400გ
  • კვერცხი-5 ცალი
  • ნაღები-400მლ
  • გაზიანი წყალი-3-4 სუფრის კოვზი
  • წყალი-220მლ
  • ორცხობილა-50გ
  • ნიორი-1 კბილი
  • ოხრახუში-20გ
  • ზეითუნის ზეთი-2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი-3 სუფრის კოვზი
  • კარაქი-1 სუფრის კოვზი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება

1.მოვამზადოთ ცომი. ამისათვის მაგიდაზე მოაპნიეთ ფქვილი და მარილი, გააკეთეთ ამაღლებული ადგილი და შემდეგ მასში-ჩაღრმავება. ჩაასხით ჩანგლით ათქვეფილი კვერცხი, მზესუმზირის ზეთი და 1 ჭიქა თბილი წყალი.

2.მოზილეთ ფაფუკი ცომი, დაამუშავეთ სამუშაო მაგიდაზე. ცომი უნდა გახდეს ელასტიური. შემდეგ დააფარეთ თეფში და დატოვეთ ნახევარი საათით. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე, ხოლო გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ კარაქით.

3.სანამ ცომი ფუვდება, 9% ხაჟო აურიეთ 1 კვერცხს და გაზიან წყალს. დაამარილეთ გემოვნებით. მზა ცომი გაყავით ორად. მაგიდაზე მოაპნიეთ ფქვილი, ხოლო ხელები დაისველეთ ზეთით. დაიწყეთ ცომის გაბრტყელება.

4.მოათავსეთ ის მაგიდაზე და ხელებით გაჭიმეთ. შემდეგ მოათავსეთ მაგიდის ცენტრში (სასურველია მაგიდას გადააფაროთ ქსოვილი) და გააგრძელეთ მისი გაწელვა, ცენტრიდან კუთხეებისაკენ.

5.ეცადეთ ცომი გამოგივიდეთ მაქსიმალურად თხელი, მაგრამ არ უნდა გაგეხეთ. ცომს სქელი ნაწილები მოაჭერით. კუთხიდან 5 სანტიმეტრის დაშორებით თხელ ფენად მოათავსეთ შიგთავსის ნახევარი. ის დაიკავებს ცომის ზედაპირის 3/4.

6.ცომი დაახვიეთ რულეტის მსგავსად, ცომი გამოჭიმეთ მაგიდის სუფრის მეშვეობით. დანის ბლაგვი პირით რულეტი დაყავით 7-9 სანტიმეტრიან ნაჭრებად. კარგად შეკარით კუთხეები. შტრუკლი ჩაალაგეთ ფორმაში. მოამზადეთ მეორე ნახევარის ცომი და შიგტავსი.

7.შტრუკლის მოასხით 20-22% ნაღები და გამოაცხვეთ  40-45 წუთის განმავლობაში. ამასობაში მოამზადეთ ზემოდან მოსაყრელი ფხვნილი. ნიორი და ოხრახუში მაქსიმალურად წვრილად დაფქვით. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი.

8.მასში შეწვით ორცხობილა ან პურის ნაფხვენები. დაუმატეთ ნიორი და ოხრახუში, მოურიეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. ხორვატიული უგემრიელესი შტრუკლიც მაზად არის მას მოასხით ფორმიდან ამოღებული ნაღები და მოაყარეთ მოთუშული ნიორი და ოხრახუში.

ხაჭოს შიგტავსს შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები და არომატული მწვანილები. ამ კერძს ასევე ძალიან უხდება წვრილად დაჭრილი სოკო და ბულგარული წიწაკა. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი