ხაჭოს კვერი აჭარულად -აჭარული ხაჭაპურის უგემრიელესი ვარიაცია

0
478

ქართული სამზარეულო, მართლაც გამოირჩევა უგემრიელესი კერძებით. მაგალითად, ხაჭაპური ისეთი კერძია სიამოვნებით მიირთმევენ საუზმეზეც, ლანჩზეც და ვახშამზეც. დღეს ჩვენ ამ საოცარი კერძის უგემრიელეს ვარიაციას შემოგთავაზებთ.

ხაჭოს კვერი აჭარულად – არასტანდარტული მაგრამ ძალიან ნოყიერი კერძია. ის ძალიან გავს ხაჭაპურს, ამიტომაც მის მსგავსად ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ხაჭო 200გ
  • კვერცხის გული 2 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 40გ
  • ყველი 50გ
  • მწყერის კვერცხი 2 ცალი
  • წყალი 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი (მწიკვი)
  • ძირა (მწიკვი)
  • მწიკვი მარილი
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ხაჭო და დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ფქვილი, ძირა (მწიკვი) შაქარი და მარილი. მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე და გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ცომს მიეცით 1სმ სისქის ხაჭაპურის ფორმა.

домашние сырники

2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, წაუსვით ზეთი და მასზე მოათავსეთ ფორმირებული ცომი. წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი.

как готовить сырники

3.ყველი გახეხეთ. 15 წუთის შემდეგ ხაჭაპური გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ ყველი და თითოეულში ჩატეხეთ ერთი ცალი მწყერის კვერცხი. ხაჭოს ხაწაპური ღუმელში მოათავსეთ დამატებით 5 წუთ.

сырники по-батумски

როგორც ხედავთ ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები ძალიან ხელმისაწვდომი და უბრალოა, მაგრამ მცოდნე დიასახლისის ხელში კომბინირებული ინგრედიენტებით ნამდვილად საოცარი კერძი შეიქმნება. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი