ცომის ხვეულები ტოსტის პურით

0
405

მარტივი, მაგრამ ნოყიერი საუზმე – ნამდვილი ხელოვნებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ მოსამზადევლად სულ რაღაც 30 გჭირდება. საუზმის ხსენებაზე ყველას რათქმაუნდა ფრანგული ტოსტი გვახსენდება. ეს არის პურის ფენებს შორის მოთავსებული უანრავი სახის შიგთავსი.

ამჯერად ჩვენ გაგიზიარებთ ტკბილი ვაშლის ხვეულების უმარტივეს რეცეპტს. არომატული ხრაშუნა კერძი გესიამოვნებათ საუზმეზეც და სადილზეც. რაც მთავარია მათი მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • ტოსტის პური 300გ
  • ვაშლი 4 ცალი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნუში 0,5 ჭიქა
  • სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • გარგარის ჯემი გემოვნებით
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ გული. ხილი დაჭერით წვრილ კუბიკებად და მოათავსეთ მშრალ ტაფაზე. მოაყარეთ შაქარი, მოათავსეთ ნელ ცეცხლზე.

2.მოურიეთ ვაშლს მანამ, სანამ მთლიანად არ გალღვება შაქარი და არ გამოყოფს წვენს. 10 ცალ ტოსტის პურს მოაჭერით გვერდები. გააბრტყელეთ ისე, რომ დარჩეს სისქე 2მმ.

3.როცა ვაშლი კარგად ჩაითუშება შაქარში მოასხით ჯემი და სახამებელი. გაბრტყელებული პურის კუთხეში მოათავსეთ ვაშლის მასა. დააახვიეთ რულეტისებურად.

4.საცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასში მოათავსეთ პურის ხვეულები. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ დაჭრილი თხილი.

5.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ ხვეულებს მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დარიჩინი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი