ჩიზქეიქი გოგრისგან – დესერტი, რომელიც განწყობას ამაღლებს

0
90

ეს არის დესერტი, რომელიც ხასიათს პირველივე ლუკმიდან აგიმაღლებთ. შემოდგომა ამ ტკბილეულის გამო განსაკუთრებით მიყვარს, ნიგვზის და თხილის არომატები მას ძალიან უხდება.

მოდით მოვამზადოთ საკონდიტრო შედევრი!

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 30 ცალი
  • ნიგოზი 100გ
  • კარაქი 6 სუფრის კოვზი
  • შაქარი 200გ
  • ჟელატინი 18გ
  • წყალი 50გ
  • ნაღების ყველი 240გ
  • გოგრა 300გ
  • ნაღები 400მლ
  • ვანილის ექსტრაქტი 1,5 ჩაის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ორცხობილა ნიგოზთან, კარაქთან და 50გ შაქართან ერთად. მიღებული მასა მოათავსეთ ცხიმიან ფორმაში და კარგად დატკეპნეთ. შეინახეთ საყინულეში.

2.ჟელატინს დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ მის გალღვობას.

3.გოგრა მოამზადეთ ორთქლზე და აქციეთ პიურედ. პიურეს დაუმატეთ ნაღების ყველი, 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქი, 150გ შაქარი. დაუმატეთ ჟელატინი, მოურიეთ და მოასხით ორცხობილის კორჟს.

4.დესერტი გააფორმეთ ათქვეფილი ნაღებით ან არაჟნით.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი