შოკოლადის შიგთავსიანი უგემრიელესი დესერტი

0
100

ამ საოცარი დესერტის რეცეპტი, დედისგან მერგო. მასში ერთმანეთს საოცრად ერწყმის ფაფუკი ცომი, შოკოლადი და ნიგოზი. გამოიყურება ძალიან მადისაღმძვრელად.

ინგრედიენტები

  • კარაქი 250გ
  • შაქარი 180გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 450გ
  • ნიგოზი 40გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი 3გ
  • მარილი

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი. ცალკე შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, კარაქი და კვერცხი. ეს ორი მასა გააერთიანეთ.

2.ცომი გაყავით 2 ტოლ ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო და ნიგოზი. მოზილეთ.

3.ცომის თითოეული ნაწილი გაყავით შუაზე. გააბრტყელეთ თეთრი ცომი და შიგნით მოათავსეთ შოკოლადის ცომის ნაწილი, რომელიც უნდა გავდეს ვიწრო ძეხვს.

4.გადაახვიეთ რულეტისებურად ორივე რულეტი და შეინახეთ 20 წუთი მაცივარში. ჩანგლის მეშვეობით დაახატეთ ზოლები.

5.დაჭერით და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი