შოკოლადისა და ფინიკის პუდინგი – გემრიელი და მსუყე დესერტი მთელი ოჯახისთვის

0
412

ინგლისში პუდინგი ითვლებოდა შობის ტრადიციულ კერძად. ამერიკის შეერთებულ შტატებში პუდინგი აღნიშნავს ტკბილ რძიან დესერტს, რომელიც წააგავს კვერცხის კონსისტენციას, რომელსაც საფუძვლად უდევს ნადუღის კრემი, თუმცა ასევე უკავშირდება სხვა სახეობებს, როგორებიცაა პურის ან ბრინჯის პუდინგი. გასტრონომია დღეს შოკოლადის და ფინიკის პუდინგის რეცეპტს გიზიარებთ, მოამზადეთ განსახვავებული ნუგბარი ჩვენთან ერთად.

ინგრედიენტები:

პუდინგი: 

  • 240 გ ფინიკის ჩირი, კურკაგამოცლილი და მსხვილად დაჭრილი
  • 300 მლ ადუღებული წყალი
  • 1 ჩაის კოვზი ზოდა
  • 90 გ კარაქი, დარბილებული
  • 2 დიდი კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ფინჯანი (150 გ) ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 100 გ შავი შოკოლადი, მსხვილად გახეხილი

სოუსი:

  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 1 ფინჯანი (250 გ) ცხიმიანი ნაღები
  • 100 გ შავი შოკოლადი, დაჭრილი

ულუფა: 6-8

მომზადება: 30 წუთი +25 წუთი გასაგრილებლად

ცხობა: 40-45 წუთი

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. პუდინგი: გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე.
  2. წაუსვით ცოტა ცხიმი 20 სმ დიამეტრის ნამცხვრის ყალიბს და ზედ პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
  3. საშუალო ზომის ჯამში 15 წუთი გააჩერეთ ფინიკი, წყალი და გამაფხვიერებელი.
  4. საშუალო ზომის ჯამში მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ კრემის ტექსტურას არ მიიღებთ.
  5. სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხები და კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი და კარგად  ათქვიფეთ მიქსერით, დაბალი სიჩქარით.
  6. დაუმატეთ ფქვილი და კაკაოს ფხვნილი.
  7. ფინიკის ნაზავი და შოკოლადი კოვზით შეურიეთ.
  8. მიღებული მასა ყალიბში გადაიტანეთ.
  9. აცხვეთ 40-45 წუთი, სანამ ცომში ჩარჭობილ ჩხირს მშრალს არ ამოიღებთ.
  10. გამოიღეთ ღუმელიდან დ დატოვეთ 10 წუთი.
  11. სოუსი: პატარა ქვაბში დაბალ ცეცხლზე გაადნეთ შაქარი, ნაღები და შოკოლადი, თან ურიეთ.
  12. თბილი შოკოლადის სოუსი პუდინგს თავზე მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი