შინდის შეჭამანდი – მარტივი და სასარგებლო წვნიანი მთელი ოჯახისთვის

3035

შინდის შეჭამანდი ქართლსა და კახეთში ძალიან პოპულარული, სეზონური კერძია, რომელსაც უმეტესად სოფლებში ამზადებენ. ზამთარში ამ კერძს შინდის კერკისგან ხარშავენ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მწიფე შინდი
  • 3-4 ს.კ. ფქვილი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 1-2 თავი ხახვი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადების წესი:

  1. შინდს დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს. მოვხარშოთ, შემდეგ სახეხზე გავხეხოთ და დავუმატოთ ნახარში წვენი.
  2. შინდის მასაში კარგად გავხსნათ ფქვილი, მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და დავდგათ ცეცხლზე. წვნიანს ხარშვისას ვურიოთ, ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და დანაყილი ნიორი.

გემრიელად მიირთვით!