ყველიანი რულეტის რეცეპტი

1238

ყველიანი რულეტი ოქროსფერი ქერქითა და წვნიანი შიგთავსით აუცილებლად მოგეწონებათ. იგი მოსამზადებლად ძალიან მარტივია, გემო კი შესანიშნავი აქვს, ამიტომ, ნუ იჩქარებთ უბრალო და მოსაწყენი ომლეტის მომზადებას, მის ნაცვლად, ცოტაოდენი ინგრედიენტით გემრიელ, ნოყიერ და ორიგინალურ კერძს მოამზადებთ.

ყველიანი რულეტი

ხორციანი კერძები სადღესასწაულო სუფრაზე ყოველთვის გვხვდება, თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ სუფრას რაღაც ახალი და უცხო შემატოთ. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ყველიანი რულეტი ხორცის შიგთავსით, რომლის მიმართ გულგრილი თქვენი ოჯახის არცერთი წევრი არ დარჩება.

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 6 ც კვერცხი
  • 150 გრ მაიონეზი
  • 35 გრ ფქვილი
  • 200 გრ ყველი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 350 გრ ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. თავდაპირველად მოამზადეთ რულეტის ფუძე: ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ მაიონეზი.

2. დახეხეთ ყველი და დაუმატეთ კვერცხისა და მაიონეზის ნაზავს, შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და ათქვიფეთ მიქსერით ან ხელის სათქვეფით.

3. საცხობ ლანგარზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი და წაუსვით მცენარეული ზეთი. დაასხით ზემოდან კვერცხისა და ყველის ნაზავი და მთელს სივრცეზე კარგად გადაანაწილეთ.

4. გამოაცხვეთ რულეტის ფუძე 170 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

5. შეურიეთ ერთმანეთს ფარში და მსხვილად დახეხილი ხახვი. ფარში სურვილისამებრ შეარჩიეთ (ღორის, ძროხის, ქათმის და ა.შ.)

6. ფარშს შეურიეთ კვერცხი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და აურიეთ ინგრედიენტები.

7. გაცივებულ ფუძეზე თხელ ფენად მოათავსეთ ფარშის შიგთავსი და შემდეგ გაახვიეთ რულეტი.

8. გამოაცხვეთ ყველიანი რულეტი ხორცის შიგთავსით 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.

სულ ესაა! გემრიელი და ორიგინალური რულეტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!