ყველასთვის საყვარელი ფხვიერი ორცხობილა კურაბიე – გაგახსენდათ ბავშვობა?

1560

კურაბიე ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი ორცხობილაა, რომელიც დღემდე მიყვარს.

მის მომზადებას სულ რაღაც 15 წუთი ვანდომებ. მე დღეს, ჩემს საფირმო რეცეპტს გაგიზიარებთ!

ინგრედიენტები

  • 140გ ფქვილი
  • 1 ცილა
  • 90გ რბილი კარაქი
  • 55გ შაქრის ფხვნილი
  • 10გ ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი სქელი ჯემი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კარაქი, მარილი, ვანილი, შაქრის ფხვნილი.

2.დაუმატეთ კვერცხის ცილა და ათქვიფეთ მიქსერით დამატებით 1-2 წუთი.

მოაყარეთ ფქვილი და გააგრძელეთ თქვეფა.

3.ცომი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში ვარსკვლავის თავით. პერგამენტის ქაღალდზე გამოიყვანეთ ორცხობილის ფორმები.

4.ცენრტში მოათავსეთ ჯემი.

5.გამოაცხეთ 10-12 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!