ყველაზე გემრიელი ფარშირებული კვერცხი ლორითა და ყველით: შესანიშნავი ხემსი და საუზმე

0
168

სააღდგომოდ დიასახლისები დიდი ოდენობით კვერცხს ღებავენ, შემდეგ კი აიძულებენ ოჯახის წევრებს საუზმეზე ან ვახშამზე ყოველდღე მიირთვან. მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ყველაზე გემრიელი საჭმელიც კი მოსაბეზრებელია ყოველდღე.

მაგრამ ამ საკითხს ფანტაზიით თუ მიუდგებით, ჩვეულებრივი მოხარშული კვერცხისგანაც კი შეიძლება რაიმე საინტერესო მოამზადო. გთავაზობთ გასცდეთ ჩარჩოებს და მოამზადოთ ფარშირებული კვერცხი ლორითა და ყველით.

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 100 გრ ლორი
  • 50 გრ მაგარი ყველი
  • 0,5 კონა მწვანე ხახვი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით, გაჭერით შუაზე და ამოიღეთ ფრთხილად გულები.

2. დაუმატეთ გულებს მაიონეზი, , მარილი, პილპილი და ჩანგლით დაჭყლიტეთ.

3. დაჭერით მწვანე ხახვი და ლორი, გახეხეთ ყველი და დაუმატეთ გულის მასას.

4. დატენეთ კვერცხის ცილები გულის მასით და მორთეთ ოხრახუშით.

მარტივი და გემრიელი ხემსი მზადაა! შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი