ყველაზე გემრიელი პასტა, რამდენიმე წუთში: იტალიური ვახშამი ტაფაზე

1365

გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, როცა ძალიან გშიათ, მაგრამ საათობით ღუმელთან დგომა გეზარებათ, ამ რეცეპტის დახმარებით მარტივად და სწრაფად შეძლებთ იტალიური კერძის მომზადებას.

პასტა ნივრით და კარაქის სოუსით – მართლაც საოცრებაა!

ინგრედიენტები

  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 500მლ ქათმის ბულიონი
  • 250მლ რძე
  • 2 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი
  • 225გ პასტა პეტუჩინი ან სპაგეტი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 60გ გახეხილი პარმეზანი
  • ოხრახუში

მომზადება

  1. ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ტაფა, რომლის სიღრმეზე იქნება დამოკიდებული კერძის რაოდენობა.
  2. დააქუცმაცეთ ნიორი, დაჭერით ხახვი და მოთუშეთ.
  3. ტაფაზე დაასხით ქათმის ბულიონი, რძე და კარაქი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  4. დაუმატეთ პასტა.
  5. საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ კერძი.
  6. დაუმატეთ ყველი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!