ყაბაყის ჩებურეკები: ბიუჯეტური და წარმოუდგენლად გემრიელი

1937

ცომეული ყაბაყით ძალიან გემრიელი გამოდის, თუმცა მას დიასახლისები იშვიათად ამზადებენ, რადგან რეცეპტები ფართოდ არ არის გავრცელებული. მაგალითად, ყაბაყის ჩებურეკები სტუმრად არასოდეს დამიგემოვნებია.

ამიტომ, გთავაზობთ უჩვეულო კერძის რეცეპტს. მთავარი ინგრედიენტი, როგორც უკვე მიხვდით – ყაბაყია. კერძის მომზადება იოლია, თანაც ბიუჯეტური.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ყაბაყი
  • 2 ც ხახვი
  • 2 ს.კ. კამა
  • 350 მლ რძე
  • 250 გრ ფქვილი
  • 400 გრ ღორის ხორცი
  • 70 მლ ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გახეხეთ ყაბაყი. დაჭერით წვრილად 1 ც ხახვი და დააბლენდერეთ. შეურიეთ რძე, კვერცხი, სუნელები,ზეთი, ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

2. დაჭერით მეორე ხახვი წვრილად და მოთუშეთ ზეთში. მოხარშეთ ხორცი და გაატარეთ. შეურიეთ ერთმანეთში.

3. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, შემდეგ დაასხით ცომის ულუფა, თითქოს ბლინს აცხობთ.

4. ბლინის ერთ კუთხეში მოათავსეთ ფარში. დააფარეთ ზემოდან მეორე ნაწილი, როცა ბლინი ქვემოდან შეიბრაწება. მოუჭირეთ კუთხეებს.

ხორცის ნაცვლად შიგთავსში შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კვერცხი ნივრით. კერძი ამით ნაკლებად გემრიელი არ გამოვა. ცომი ხრაშუნა რომ გამოვიდეს, მას დიდი ოდენობით ზეთში წვავენ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!