ღუმელში გამომცხვარი სამარხვო კოტლეტები: ისევე მარტივად მზადდება, როგორც ჩვეულებრივი

0
559

ბარდის კოტლეტებს ჯერ კიდევ ფარაონების ეპოქაში ამზადებდნენ, შემდეგ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში გადაიტანეს ეს კულინარიული ტრადიცია.

მოგვიანებით, შემადგენლობას იერსახე ეცვალა. ისრაელში ფალაფელი (ნუტის პიურეს ბურთულები) ეროვნულ კერძად და ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა. მას ქუჩებშიც ფასთფუდის სახით ყიდიან სხვადასხვა სოუსებთან და ბოსტნეულთან ერთად. დღემდე ამ კერძს ხორცის შემცვლელს უწოდებენ ცილების დიდი ოდენობით შემცველობის გამო. ამიტომ, თუ მარხულობთ და ერთფეროვანი კერძები მოგბეზრდათ, აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ხმელი ბარდა
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 3 ს.კ. ოხრახუში
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 2 ს.კ. ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაასხით ბარდას წყალი და დატოვეთ მთელი ღამით.

2. გადაასხით წყალი, დაუმატეთ ბარდას 1 ჩ.კ. შაქარი, კურკუმა, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ მასა.

3. ზეთში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი. დაამატეთ გახეხილი სტაფილო, მოამზადეთ სტაფილოს დარბილებამდე.

4. ბარდის პიურეს დაუმატეთ 2 ს.კ. ფქვილი, სახამებელი, მოთუშული ბოსტნეული, დაჭრილი მწვანილი.

5. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით ზეთი. შექმენით პიურესგან კოტლეტები, ამოავლეთ ფქვილში და მოათავსეთ ფორმაზე.

6. შედგით 210 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

მზა კოტლეტები შეგლიათ გაახვიოთ ლავაშში, დაუმატოთ გახეხილი ყველი, კიტრი, პომიდორი. დიეტური კოტლეტები ზეთისა და ფქვილის მინიმალური რაოდენობის დამატებით მზადდება, რაც კერძს სასარგებლოს ხდის. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი