ქაშაყი ძალიან სასარგებლო და ნოყიერი თევზია. მისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება.
ინგრედიენტები
- ქაშაყი 2 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- ხახვი 2 ცალი
- ლიმონი 1 ცალი
- დაფნის ფოთოლი 5-6 ცალი
- შავი წიწაკა გემოვნებით
- მარილი 3-4 ჩის კოვზი
- შაქარი 5-6 ჩაის კოვზი
მოზმადება
1.ქაშაყს მოაშორეთ კუდი, თავი, ძვლები და ფილე დაამუშავეთ.

2.გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ. დაჭერით ლიმონი და ხახვი.

3.ქილის ძირას მოათავსეთ სტაფილო, 3-4 რგოლი ხახვი, მარილი, წიწაკა, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 2 დაფნის ფოთოლი და ზემოდან თევზი. მოაყარეთ 0,5 ჩაის კოვზი მარილი.

4.თევზს დააფარეთ ლიმონი და დაიწყეთ ფენების თანმიმდევრულად აწყობა.

5.დაფარეთ თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში 3-4 დღე. პერიოდულად გადმოაბრუნეთ ქილა, რათა წვენი თანაბრად გადანაწილდეს.

გემრიელად მიირთვით!









