ქათმის მკერდისა და გულისგან დამზადებული ძეხვის რეცეპტი

ქათამი თითქმის ყველა დიასახლისის საყვარელი ხორცია. ეს არის იაფი, სასარგებლო და გემრიელი პროდუქტი. არსებობს უამრავი რეცეპტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ქათმის ხორცის ერთი ნაჭერი კულინარიულ შედევრად გადააქციოთ.

და დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ქათმის ძეხვი საშინაო პირობებში. ამ კერძის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ იგი დიეტურია, და, შესაბამისად, თქვენს ფიგურაზე უარყოფიტად არ იმოქმედებს.

ქათმის ძეხვი

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის მკერდი
  • 300 გრ ქათმის გული
  • 30 გრ მაგარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ხმელი სუნელი
  • 1 ჩ.კ. კარი
  • მწიკვით მუსკატის კაკალი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ქათმის მკერდი და გული.

2. მკერდი დააბლენდერეთ, დაუმატეთ სანელებელი და ნიორი.

3. ქათმის მკერდი პატარა ნაჭრებად დაჭერით.

4. შეურიეთ ერთმანეთს ქათმის დაბლენდერებული მკერდი და გული და კარგად მოურიეთ.

5. მიღებული მასა საკვებ ცელოფანზე მოათავსეთ, შუაში ზოლებად დაჭრილი ყველი ჩაალაგეთ, ხორცი გაახვიეთ რულეტივით და ძაფებით შეკოჭეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ყველი არ გამოიყენოთ, თუმცა, მასთან ერთად ძეხვი ბევრად გემრიელი იქნება.

 

6. ახლა ისღა დაგრჩენიათ, ძეხვი ელექტრო ქვაბში მოხარშოთ 30-35 წუთის განმავლობაში და გემრიელი სადილიც მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

თუ ქათმის ძეხვს ბოსტნეულის სალათს დაუმატებთ, ორგანიზმი მიიღებს ყველა აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებას.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი