ფხვიერი ორცხობილა “ლინცერი”

0
223

ორცხობილა “ლინცერი” – ერთ-ერთი უძველეს საკონდიტრო ნაწარმი, რომლის მსგავსსაც ძველ რომშიც კი ამზადებდნენ, თუმცა ის დღევანდელი სახით 17-ე საუკუნეში დაამზადეს, სახელი კი ავსტრის ქალაქ ლინცის საპატიცემულოდ დაარქვეს.

ახლა ასეთი ორცხობილის შეძენა ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება თუმცა შინ დამზადებული უფრო გემრიელი იქნება. შიგთავსისთვის ნებისმიერი ხილის ჯემი და მურაბა გამოგადგებათ, ციტრუსის ხაჭო ან შოკოლადის კრემი. არ იდარდოთ თუ სპეციალური ფორმა არ გაქვთ. მთავარია ორი ორცხობილის ფორმა გქონდეთ, ისინი ერთნაირი ფორმისა და ზომისები არ უნდა იყვნენ.


ინგრედიენტები:

  • ფქვილი 250 გრამი
  • კვერცის გული 3 ცალი
  • ლიმონის ცედრა 1 სუფრის კოვზი
  • კაკალი 20 გრამი
  • მალინის მურაბა 150 გრამი
  • კარაქი 200 გრამი
  • შაქარი 80 გრამი
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქრის პუდრა 0,5 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 მწიკვი

მოზადების წესი:

  1. ჩაყარეთ ჯამში ფქვილი. დაუმატეთ კვერცხის გულები, მარილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და კუბებად დაჭრილი კარაქი.
  2. მოურიეთ ცომს. მიეცით ბურთის ფორმა, გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში ნახევარი საათით.
  3. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი 5 მილიმეტრის სისქეზე. დაჭერით ორცხობილა ფორმებად, ნაჭრების ნახევრის ცენტრში ამოჭერით წრეები (როგორც ფოტოზე).
  4. დაალაგეთ ორცხობილა პერგამნტის ქაღალდ გადაფარებულ ჟარუნაზე. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
  5. მსხვილად დაჭერით კაკალი და აურიეთ შაქრის ფხვნილთან. მოაყარეთ გულამოჭრილ ორცხობილებს.
  6. გააცხელეტ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ ორცხობილა 12-13 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ გააცივეთ.
  7. მთელ ორცხობილას წაუსვით ცოტა მურაბა. დააფარეთ ამოჭრილი ორცხობილა. დატოვეთ რამდენიმე საათით გასაჟღენთად.


ფხვიერ ორცხობილა “ლინცერს” საშობაოსაც უწოდებენ, ის ძალიან უხდება დღესასწაულს. განსაკუთრებით თუ ცომში ვანილს და ლიმონის/ფორთოხლის ცედრას, დარიჩინს ან მიხაკს თუ დაუმატებთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი