ფუნთუშები, რომლებიც არ ფუჭდება! ცომი “მოგზაური”

934

დედაჩემს ძალიან უყვარდა ცხობა, ამიტომაც ჩვენს მაგიდაზე ყოველთვის ნახავდით ვაფლს, ორცხობილას, ფუნთუშებს ან ოლადებს.

ის ყველა ინგრედიენტის დოზებს თვალით ზომავდა, ამიტომაც მისი დესერტები ინდივიდუალური გამოდიოდა.

ზრდასთან ერთად მე ბევრი რეცეპტი ვისწავლე, მაგრამ ფუნთუშისთვის საუკეთესო ცომის რეცეპტი ვერ აღმოვაჩინე.

ერთხელაც გაზეთში შევხვდი სტატიას – სწრაფი ცომი “მოგზაური”, რომელსაც ტექნოლოგი და ფქვილის საწარმოს მფლობელი გვიზიარებდა.

მე ეს რეცეპტი ამოვჭერი და ვცადე მისი მომზადება.

ფუნთუშების შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ სქელი კონსესტენციის ვაშლის ჯემი.

ამ ფუნთუშების გაფუჭება შეუძლებელია, რადგან მე და ჩემმა სამმა შვილმა 30 ცალი იმდღესვე შევჭამეთ.

ინგრედიენტები

  • 50გ საფუარი (ან 1.5 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი)
  • 1,5 ჭიქა თბილი რძე
  • 8 სუფრის კოვზი გაცრილი ფქვილი
  • 4 სუფრის კოვზი შაქარი

ცომისთვის

  • 2 კვერცხი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • 2/3 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • ფქვილი 500გ

მომზადება

  1. თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, შაქარი და გაცრილი ფქვილი.
  2. მოურიეთ და გადააფარეთ პირსახოცი, დაელოდეთ 30 წუთი.
  3. ნახევარი საათის შემდეგ ცომის ზედაპირზე დაინახავთ ბუშტუკებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცომი მზადაა. მზა ცომს დაუმატეთ კვერცხი და ფქვილი.
  4. ათქვიფეთ 2 კვერცხი, მოაყარეთ მარილი და მოასხით ცომს.
  5. შემდეგ, ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.
  6. მოასხით მცენარეული ზეთი.
  7. ისევ ფქვილი და ზეთი. ზეთი დაგჭირდებათ 2/3 ჭიქა, ხოლო ფქვილი 500გ.
  8. მზა ცომი არ უნდა გეკრობოდეთ ხელებზე, მაგრამ არც ძალიან მყარი არ უნდა იყოს.
  9. ცომთან მუშაობისას ხელები შეგიძლიათ ზეთით დაიმუშაოთ. ცომს გადააფარეთ და დაასვენეთ 30 წუთი.
  10. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. მე გადავწყვიტე შიგთავსად კარტოფილი და მოთუშული ხახვი გამოვიყენო.
  11. ხელი დაისველეთ ზეტით და ცომის მასიდან გამოყავით საშუალო ბურთულები.
  12. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.
  13. დააფიქსირეთ კუთხეები.
  14. გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ზეთით და მასზე გადაიტანეთ ფუნტუშები.
  15. გადააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ მათ ამოფუებას.
  16. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25 წუთი.

ეს ფუნთუშები მეორე დღესაც ახალივითაა!

გემრიელად მიირთვით!