ფრანგული ცომის მომზადება ამ რეცეპტით ნამდვილად არ გაგიჭირდებათ

0
135

ვისაც არ უყვარს ფრანგული ცხობილები, მას არ გაუსინჯავს კრუასანები, ბრიოშები და მსგავსი გემრიელობები. თუ საფრანგეთში ვერ ახერხებთ წასვლას, მაშინ ამ რეცეპტით გადაეშვით მის დაუვიწყარ გემოებში.

დღეს ჩვენ ნამდვილ ფრანგულ ცომს მოვამზადებთ.

ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები

  • 400გ ფქვილი
  • 350გ კარაქი
  • 250მლ ცივი წყალი
  • 5გ მარილი

მომზადება

  1. გაცერით ფქვილი, ჩააღრმავეთ ცენტრში, ნელა ჩაასხით წყალი და დაუმატეთ მარილი. მოზილეთ ცომი და დაამრგვალეთ. მოათავსეთ თბილ ადგილას, რათა ამოვიდეს.
  2. დაჭერით კარაქი.
  3. გააბრტყელეთ ცომი 25 X 25 ოთხკუთხედად.
  4. ცენტრში მოათავსეთ კარაქი და შეახვიეთ კონვერტისებურად.
  5. გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში.
  6. ცომი კიდევ 4 ჯერ უნდა გააბრტყელოთ და მოათავსოთ მაცივარში 15 წუთი.

ცომი ბრიზე

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი
  • 3 სუფრის კოვზი წყალი
  • 150გ კარაქი
  • მარილი

მომზადება

  1. ორჯერ გაცერით ფქვილი.
  2. ფქვილი მოათავსეთ ჯამში, ჩააღრმავეთ ცენტრი და ჩაასხით წყალი, დაუმატეთ გახეხილი კარაქი, მარილი და მოზილეთ ცომი.
  3. დაამრგვალეთ ცომი, მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

ფხვიერი ცომი

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 50გ შაქარი
  • 125გ კარაქი
  • მარილი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ კარაქი და შაქარი.
  2. მაგიდაზე მოააპნიეთ ფქვილი, ჩააღრმავეთ ცენტრში, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და კარაქი. მოზილეთ ცომი, შენახეთ მაცივარში 30 წუთი.
  3. მზა ცომი ფრთხილად გააბრტყელეთ.

ცომი ბინებისთვის

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1/4 ლ წყალი ან რძე
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ მარილი და ფქვილი, ჩააღრმავეთ ცენტრში, ჩატეხეთ 1 კვერცხი. მოურიეთ და დაუმატე მეორე კვერცხი, რძე ან წყალი, მცენარეული ზეთი.
  2. გააგრძელეთ თქვეფა.
  3. შეგიძლიათ ცომი მეტად დაატკბოთ.

ბისკვიტის ცომი

ინგრედიენტები

  • 50გ გაცრილი ფქვილი
  • 200გ შაქარი
  • 50გ კარტოფილის სახამებელი
  • 4 კვერცხი
  • ვანილი
  • მარილი

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ შაქარი, მარილი, კვერცხის გული. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და სახამებელი.
  2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ ცომს, კარგად მოურიეთ.

მოხარშული ცომი

ინგრედიენტები

  • 120გ ფქვილი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 100გ კარაქი

მომზადება

  1. აადუღეთ წყალი, კარაქი და მარილი.
  2. ცხელ მასას დაუმატეთ ფქვილი.
  3. ისევ მოათავსეთ ცეცხლზე და დაელოდეთ ცოტახანი.
  4. გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ, დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ.

ბლინის ცომი

ინგრედიენტები

  • 250გ ფქვილი
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კვერცხი, მცენარეული ზეთი, ნელ-ნელა ჩაასხით რძე.
  2. თუ ცომი დაიჯირჯვლა, მაშინ გამოწურეთ.
  3. დაელოდეთ 2 საათი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი