ფენოვანი ცომის მომზადება სახლის პირობებში მარტივია – საუკეთესო რეცეპტი

2008

ფენოვანი ცომი ძალიან სწრაფად.

ინგერდიენტები

  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • კეფირი 200მლ
  • საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • კარაქი 200გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი – ტკბილი ცომისთვის ძალიან ცოტა, ხოლო არატკბილისთვის 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. ცივ კეფირს დაუმატეთ საფუარი და გადადეთ ცოტახნით გვერდზე.
  2. თუ უსაფუარო გირჩევნიათ, მაშინ კეფირს არ დაუმატოთ საფუარი.
  3. ღრმა ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.
  4. ფქვილში ჩახეხეთ გაყინული კარაქი.
  5. კეფირს დაუმატეთ კვერცხი და მარილი.
  6. კარგად ათქვიფეთ და კეფირის მასა მოასხით ფქვილის მასას.
  7. ათქვიფეთ ჩანგლით, ხოლო შემდეგ კი ხელით.
  8. ცომი გამოვა ოდნავ წებოვანი.
  9. მზა ცომი შინახეთ მაცივარშ 4 საათი.
  10. მაცივრიდან გამოიტანეთ ცომი და მოათავსეთ ფქვილიან მაგიდაზე.
  11. გააბრტყელეთ 1სმ ფირფიტად.
  12. მიეცით კონვერტის ფორმა და გადაკეცეთ შუაზე.
  13. ისევ გააბრტყელეთ და ისევ გადაკეცეთ.
  14. ეს მოქმედებები გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.
  15. საუკეთესო ცომი მზად არის!