ფატუში – ჯანსაღი მწვანე სალათა ბოსტნეულით და პიტა-პურით

0
602

ფატუში – სალათა, რომელსაც ხმელთაშუაზღვისპირეთში ამზადებენ. მთავარი ინგრედიენტი პიტა-პურის მსხვილი ნაჭრებია. მას ყველა სეზონზე სხვადასხვა ბოსტნეულს ურევენ.

ინგრედიენტები: 

სალათისთვის: 

  • 500 გ ცერცვის მარცვალი
  • 150 გ ( 1 ჭიქა) ბარდა
  • 1 კიტრი
  • 4 პიტა -პური
  • 2 ს.კ. ქორფა ოხრახუში
  • 1 კონა ხახვი – შნიტი
  • 250 გ ყველი ფეტა

სოუსისთვის: 

  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ლიმონის წვენი
  • 90 მლ (1,3 ჭიქა) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. სალათა: მოხარშეთ ცერცვისა და ბარდის მარცვლები. შემდეგ კარგად გადაწურეთ.
  2. კიტრი სიგრძეზე გაჭერით, ჩაის კოვზი მოაცილეთ რბილობი, შემდეგ თხელ რკალებად დაჭერით. სასალათეში მარცვლოვანებს დაუმატეთ.
  3. პიტა-პური 8 თხელ ნაჭრად დაჭერით. გახუხეთ.
  4. სოუსი: ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა და ახალგამოწურული წვენი, ზეითუნის ზეთი, შაქარი, მარილი და ახალდაფქული პილპილი მექანიკური სათქვეფით ათქვიფეთ.
  5. გადაასხით მარცვლეულსა და კიტრს. დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი პიტნა, ოხრახუში, ხახვი-შნიტი. კარგად შეანჯღრიეთ. გახუხული პურის ნატეხები დაფშვნილ ფეტასთან ერთად სალათას შეურიეთ, ჯამი კიდევ ერთხელ მსუბუქად შეანჯღრიეთ და სალათა სუფრაზე მიიტანეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი