ურბილესი ტორტი ცხობის გარეშე, უნივერსალური რეცეპტი

2317

გემეილი და ნაზი ტორტი, რომეილიც მზადდება უსწრაფესად.

ინგრედიენტები უბრალოა. ტორტი ნამდვილი ოცნებაა.

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 400გ
  • წყალი 200მლ
  • ჟელატინი 2-3 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 20% 500-600გ
  • შაქარი 250გ
  • კაკაო

მომზადება

  1. ჟელატინს მოასხით წყალი და დაელოდეთ.
  2. ღრა ჯამში მოათავსეთ არაჟანი.
  3. მოაყარეთ შაქარი და სილიკონის ნიჩბით მოურიეთ.
  4. ამოფუებული ჟელატინი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე.
  5. გამღვალი ჟელატინი ჩაასხით არაჟნის მასაში.
  6. კარგად მოურიეთ.
  7. ამ მასას დაუმატეთ ორცხობილა.
  8. კარგად მოურიეთ და დროებით გვერდზე გადადეთ.
  9. ფორმა ამოფინეთ ქაღალდით.
  10. ორცხობილის მასა გადაიტანეთ ფორმაში.
  11. დააფარეთ გამოსაცხობი ქაღალდი და მაცივარში მოათავსეთ 40-45 წუთი.
  12. ამასობაში მოვამზადოთ ჭურჭელი, უმჯობესია გამოვიყენოთ შუშა.
  13. დესერტი მოათავსეთ მომზადებულ ფორმაში.
  14. მოაყარეთ კაკაო.

გემრიელად მირთვით!