უზბეკური ფენოვანი სამსა: ორიგინალი რეცეპტი

უზბეკურ სამსას ვერ ვუწოდებთ უბრალო ხორციან ღვეზელს, რამდენადაც იგი მხოლოდ გარკვეული სახის ცომისა და უმი შიგთავსისგან დამზადებული, გარკვეული ტექნოლოგიით გამომცხვარი ღვეზელია. იდეალში, იგი უნდა გამოცხვეს ტანდირში – თიხის ღუმელში, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ცხელდება. მე არ მაქვს ტანდირი, თუმცა, სახლის თუმელშიც შეგიძლიატ გასაოცარი ფენოვანი სამსა მიიღოთ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 1 ც კვერცხი
  • 200 გ კარაქი + წასასმელად
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი
  • 4 ჭიქა ფქვილი
  • სახამებელი
  • რძე
  • შავი ბეგქონდარა

ფარშისთვის

  • 600-700 გ ქონიანი ცხვრის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • ზირაკი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ დამდნარი კარაქი, მარილი, წყალი, თანდათან ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, მუდმივად ურიეთ. როცა ცომი გასქელდება, მოათავსეთ მაგიდაზე და მოზილეთ სქელი ცომი. იგი უნდა იყოს გლუვი და ელასტიური. დაყავით 3 თანაბარ ნაწილად.

2. ყოველი ნაწილი გააბრტყელეთ სქლად და გააჩერეთ მაგიდაზე 30-40 წუთით, შეხვეული პაკეტში.

3. ფენოვანი მასის ფორმირება: აიღეთ ერთი გაბრტყელებული ნაჭერი, გაათხელეთ 2მმ-მდე, სახამებელმოყრილ ზედაპირზე. მიეცით სწორკუთხედის ფორმა. რაც უფრო თხლად გააბრტყელებთ – მით უკეთესი. გააბრტყელეთ ცომი მხოლოდ სახამებელზე(ასე ცომი გლუვი და ნაზი გამოდის)! გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ნაჭრებზეც.

4. დარბილებული კარაქი წაუსვით თითოეულ ნაჭერს. სანამ ერთმანეთზე ცომის ნაჭრებს დაალაგებდეთ, აცადეთ ქვედა ცომის ნაჭერზე კარაქის გაშრობა. როგორც კი იგი გაცივდება, დაიწყეთ მჭიდრო რულეტად ცომის დახვევა.

5. დაჭერით რულეტი 1.5 სმ სისქის ნაჭრებად და შედგით საყინულეში 15-20 წუთით, რათა კარაქი გამაგრდეს. შემდეგ, ნაჭერს დაადეთ გაბრტყელებული ცომი – იგი შეაწებებს ფენებს და საშუალებას მოგცემთ ამ ნაჭრის გაბრტყელებისა. ნაჭრები კარაქის დამსახურებით გამაგრდება და მათი გაბრტყელება მარტივი იქნება, ფქვილისა და სახამებლის გარეშეც.

6. გააბრტყელეთ ცომის ნაჭერი.

7. მოათავსეთ ცომზე 1 ს.კ. შიგთავსი.

8. შეკარით სამკუთხედის ფორმით. დაალაგეთ პერგამენტიან საცხობ ფორმაზე.

9. აცხვეთ 200 გრადუსზე, დაახლოებით 30 წუთით. ზემოდან შეგიძლიათ ათქვეფილი კვერცხის გული და რძე წაუსვათ. მე მომზადებამდე 15 წუთით ადრე ვუსვამ ხოლმე. მოაყარეთ ბეგქონდარა.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი