უგემრიელესი ხრაშუნები მინერალურ წყალზე

991

ამ ხრაშუნებს თქვენ შეიძლება “თაფლის ფახლავას” სახელით იცნობთ.

მისი მომზადება ძალიან სწრაფად და მარტივად შეიძლება.

გამოდის ძალიან გემრიელი და ხრაშუნა.

ინგრედიენტები

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა მინერალური წყალი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი არაყი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი

მომზადება

  1. ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, ჩააღრმავეთ ცნტრში. ჩაასხით არაჟანი, მინერალური წყალი, არაყი, მარილი, შაქარი და კარგად მოურიეთ.~
  2. მოზილეთ და გადმოიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე. დააფარეთ ხელსახოცი, დაელოდე და ისევ მოზილეთ.
  3. გააბრტყელეთ 1მმ სისქეზე. სიმარტივისთვის 5 ნაწილად გაყავით ცომი, გააბრტყელეთ და მჭიდროდ რულეტისებურად დაახვიეთ.
  4. აიღეთ ბასრი დანა და დაჭერით 45 გრადუსიან კუთხეებად (სისქე 2სმ). თავისუფალი გვერდი შეგიძლიათ შეაერთოთ.
  5. გააცხელეთ ზეთი (0,5 ლ) ღრმა ტაფაზე, შეწვით ორივე მხრიდან.
  6. შემწვარი ხრაშუნები მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  7. გაგრილებული ფახლავა ამოავლეთ სიროპში.
  8. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

სიროფი:

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2/3 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი

9.მოათავსეთ ცეცხლზე სანამ არ დაიწყებს დაბუშტვას.

10.შეწვისას ცომს მოაყარეთ ფქვილი ან წაუსვით კარაქი.

გემრიელად მიირთვით!