უგემრიელესი ქათმის ბარკლები ვაშლით

0
187

ყველას ძალიან უყვარს ქათმის ფრთები და ბარკლები – მათგან უგემრიელესი კერძის მომზადება ძალიან მარტივია. ეს არის ნაზი და წვნიანი ხორცი, რომელსაც ნებისმიერი მარინადი უხდება. რაც მტავარია  ბარკლები ძალიან სწრაფად მზადდება, მისი გაფუჭება უბრალოდ შეუძლებელია, ხოლო ბავშვები გიჟდებიან შემწვარ ბარკლებზე.

ქათმის ბარკალთან ბევრი ექსპერიმენტების ცატარებაა შესაძლებელი, ის შეგიძლიათ გამოაცხოთ სანელებლებთან და ბოსტნეულთან ერთად. თუ არ გაქვთ შესაბამისი დრო, მაგრამ გინდათ გემრიელი და ნოყიერი კერძის მომზადება, მაშინ დაფიქრდით ვაშლის გამოყენებაზე. ეს მართლაც, რომ გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 3 ცალი
  • ხახვი 3 ცალი
  • ვაშლი 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი 0,5 ჭიქა
  • დიჯონის მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • ნივრის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი
  • კარრი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ქათმის ბარკლები და მოასხით ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და ნახევარი ლიმონის წვენი. ასევე დაუმატეთ მდოგვი, პაპრიკა, ნიორი და კარრი. მასვე მოაყარეთ ნახევარწრეებად დაჭრილი ხახვი.

2.მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოურიეთ ინგრედიენტებს. ჯამო შეფუთეთ და დატოვეთ 3 საათით. დროის ამოწურვასთან ერთად დაჭერით და ლიმონის წვენი დაასხით ვაშლს.

3.ვაშლის ფენები თანაბრად გადაანაწილეთ ბარკლის კანის ქვეშ, 5-6 ცალი მოათავსეთ თითოეულში. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ფოლგით. მის ძირზე დაალაგეთ ხახვი, რომელშიც მარინადდებოდა ქათამი.

4.ხახვზე დაალაგეთ ვაშლით შეკაზმული ბარკალი, მოასხით მარინადი. კერძი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი. გამოცხობისას ბარკალს ფოლგა არ გადააფაროთ, რადგან ამ ფოლგაში შემწვარი არ გამოვა ხრაშუნა.

მაგიდაზე კერძი გამოსაცხობი ფორმითვე მოათავსეთ, მაგრამ აუცილებლად დაელოდეთ მათ გაგრილებას. ამ კერძს გარნირად ძალიან უხდება მსუბუქი სალათი და შემწვარი ბოსტნეული. მიირთვით და ისიამოვნეთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი